კოვიდ ვაქცინა, კვანტური ტატუ - ანტიქრისტეს ბეჭედი

3 years ago
40K

დოქტორი ქერი მადეი სტუმრად დევიდ სორენსენთან, stopworldcontrol.com -ზე.

მოგესალმებით, მე დევიდ სორენსენი ვარ stopworldcontrol.com– დან.  დღეს მე სტუდიაში სტუმრად მყავს, დოქტორი ქერი მადეი.  ის არის სამედიცინო ექსპერტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იკვლევს ვაქცინებს და აღმოაჩინა უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია კოვიდ-19- ის ვაქცინებთან დაკავშირებით.  დოქტორი ქერი მადეი წლების განმავლობაში იყო ორი დიდი კლინიკის სამედიცინო დირექტორი.  მას დიდი სამედიცინო გამოცდილება აქვს. 

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ის აქ სტუმრად გვყავს.  მინდა მოგიწოდოთ, რომ ბოლომდე უყუროთ ამ ვიდეოს, რომ გაიგოთ რა აქვს მას ჩვენთვის სათქმელი.  ეს შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო, რასაც თქვენს ცხოვრებაში ნახავთ. 

"ძალიან აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნით და ვფიქრობ, რომ ძალიან სასწრაფოა, რომ ეს ინფორმაცია ყველას მივაწოდოთ.  ვაქცინების გამოკვლევა დაახლოებით 20 წლის ასაკში დავიწყე, მე ისინი ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ აქამდე არასდროს მინახავს ტექნოლოგია, რომლის გამოყენებასაც აპირებენ ამ შემოთავაზებულ კოვიდ -19-ის ვაქცინაში.  უპირველეს ყოვლისა, ეს ვაქცინა იყენებს მოდიფიცირებულ რნმ-ს და მოდიფიცირებულ დნმ-ს ვაქცინაში.  რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?  მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რადგან ამან შეიძლება შეცვალოს ჩვენი დნმ-ი, ჩვენი გენომი; და რატომაა მნიშვნელოვანი ჩვენი დნმ–ი ან რნმ–ი და საერთოდ ჩვენი გენომი?  გენომი არის ის, რაც ადამიანებად გვაყალიბებს და გან-გვა-სხვავებს ცხოველებისგან და მცენარეებისგან სამყაროში.  ეს არის გეგმა რომელიც განსა-ზღვრავს თუ როგორ ვყალიბდებით, როგორ ვმრავლდებით, როგორ ვფუნქციონირეᲑთ, როგორ გამოვიყურებით, როგორ ვვითარდებით, ასე რომ, ერთმა პატარა ცვლილებამ, ერთმა ჩასმულმა პატარა ცილამ, ერთმა ამოღებულმა ცილამ,  ერთი ცილის შეცვლამაც კი, შეიძლება რეალურად გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები ან მემკვიდრეობითი აშლილობა.  ასე რომ, მცირედი ცვლილებაც კი გრანდიოზულია, ასე რომ ნებისმიერმა რამემ რასაც შეუძლია ამის შეცვლა, მართლაც გამანადგურებელი შეიძლება Აღმოჩნდეს ჩვენთვის, ადამიანებისთვის. ასე, რომ ისინი ამ ტექნოლოგიის გამოყენებას გვთავაზობენ და ამის ნაწილს ტრანსფექცია ეწოდება. ტრანსფექცია არის იგივე ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დასამზადებლად, როგორიცაა პომიდორი ან სიმინდი და სხვა სასურსათო პროდუქტები და ყველამ ვიცით, რომ მონსანტო საკმაოდ ცნობილია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შექმნით და ისინი არც ისე ჯანმრთელები არიან, როგორც ორგანული ველური სახეობანი, რომელსაც ბუნებაში ვხვდებᲘთ.  ვინაიდან ეს იგივე ტექნოლოგიაა, რომელსაც მცენარეების გენმოდიფიცირებისთვის იყენებენ, რას გვიზავს ჩვენ, ადამიანებს?  პოტენციურად, ჩვენ არ ვიქნებით ასეთივე ჯანმრთელები. ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს ტექნოლოგია პირველად  იქნება გამოყენებული ადამიანებზე ასე მასშტაბურად.  ჩვენ ვიქნებით ექსპერიმენტი, ჩვენ ვიქნებით ლაბორატორიული ვირთხები.  ჩვენ არ გვაქვს ხანგრძლივი კვლევა.  ასე რომ, ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. 

ნება მიბოძეთ, გაჩვენოთ ან მოგიყვეთ თუ ვინ არის ამ ვაქცინის ერთ-ერთ წინა პლანზე მდგომი კომპანია.  ეს არის მოდერნა. ამერიკის მთავრობამ მოდერნას დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გადასცა ვაქცინის კვლევისა და განვითარების მიზნით.  მას ასევე მხარს უჭერს ბილ და მელინდა გეითსის ფონდი.  ასე, რომ მათ ბევრი ფული აქვთ.  აგრეთვე მინდა გამცნოთ, რომ ისინი სრულიად გამოუცდელები არიან ამ სფეროში. ისინი დიდი ხანი არ არის რაც არსებობენ.  მათ არასდროს შეუქმნიათ ადამიანის ვაქცინა და არც ადამიანის წამალი.  ეს მათი პირველი მცდელობაა.  ასევე, რომ იცოდეთ, მათ ვაქცინის განვითარება უსწრაფეს დროში მოახდინეს, ასე რომ, ისინი ლაბორატორიული ექსპერიმენტიდან პირდაპირ მეორე ფაზაზე გადავიდნენ, რომელშიც გამოიყენეს 45 მონაწილე სუბიექტი, 63 დღის განმავლობაში, ანუ 2 თვის განმავლობაში.  Ეს სიგიჟეა.  ამ კვლევისთვის წლებია საჭირო და მე შეგახსენებთ, რომ მათ პირველად შექმნეს ვაქცინა. 

ჯერჯერობით ჩატარებულმა ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცდის მეორე ეტაპზე, რომელშიც 45-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, როდესაც მოახდინეს მათი ვაქცინით აცრა, მაღალი დოზით აცრილ ვაქცინის ჯგუფის ასივე პროცენტს გამოუვლინდა სისტემური გვერდითი მოვლენები, ხოლო დაბალი დოზით აცრილ ვაქცინის ჯგუფის 80%-ს აგრეთვე გამოუვლინდათ სისტემური გვერდითი მოვლენები.  ასე რომ, უკვე ვხედავთ თავდაპირველ გვერდით მოვლენებს; ▶️ გრძელვადიანი თანმდები მოვლენები რა იქნება არ ვიცით. 
🔴
  მოდერნას გეგმის მიხედვით, ერთ – ერთი მეთოდი, რომლითაც ისინი მოახდენენ ადამიანთა ვაქცინაციას, იქნება ერთგვარი პლასტირი, რომელსაც ეწოდება მიკრო ნემსების პლატფორმა.  ასე რომ, მიკრო ნემსების პლატფორმა იქნება პლასტირი, რომლის გამოწერაც შეგეძლებათ ფოსტით, Amazon-ით ან UPS-ით, ესაა პლასტირი, რომელსაც დაიკრავთ აქ ხელზე და შემდეგ მოაცლით სტიკერს და შედეგად აცრილი ხართ, ამას შენ თვითონ გააკეთებ. 

ეხლა კი, როგორ აკეთებენ ამას? პლასტირს აქვს პატარა მიკრო ნემსები და ის შექმნილია გველგესლას შხამიანი კბილების მიხედვით.  ეს გველის ნაკბენის მსგავსია, მაგრამ ერთდროულად მრავალი ნაკბენის და როგორც ისინი ამბობენ ვერაფერს იგრძნობთ; ხოლო ის კანში აღწევს და პატარა მიკრო ნემსები უკეთდებათ.  და რა არის მიკრო ნემსებში? პირველ რიგში მათში იქნება ან დნმ–ის ან რნმ–ის ვაქცინა, ხოლო მეორე რიგში - ეს იქნება ლუციფერაზა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მათ დააპატენტეს ფერმენტი, სახელწოდებით ლუციფერაზა.  ასე რომ, მას უწოდებენ ლუციფერაზას, რადგან როგორც ისინი აცხადებენ, იგი ბიო-ლუმინე-სცენტურია, ანუ გამოსცემს სინათლეს.  და ეს არ არის ისეთი რამ, რასაც დაინახავთ ან იგრძნობთ, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ სპეციალური მოწყობილობა, მაგალითად როგორიცაა სმარტფონი და სპეციალური აპით ან პროგრამით, შეგიძლიათ მასზე სკანირება და შედეგად ის განათდება.  ის აჩვენებს დიაგრამას, ციფრულ კოდს, შტრიხკოდს, ტატუს.  ჩვენ ვიქნებით დაღით აღბეჭდილები. 

თითოეულ ადამიანს ხელზე ექნება საკუთარი პირადობის მოწმობა.  იცით, ეს მეორე მსოფლიო ომს მახსენებს, შემაძრწუნებელია, მაღაზიის პროდუქტივით დაღ დასმულები იქნებით.  ეს იქნება იქ და იგი შეინახავს მტკიცებულებას, რომ თქვენ ნამდვილად აცრილი ხართ.  მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ ვაქცით აცრილი ხართ თქვენი დასკანირებით, ასე რომ ჩვენ ვიქნებით აღბეჭდილები.  რისთვის შეიძლება ამის გამოყენება?  უამრავი ტექნოლოგია არსებობს, მაგრამ ეს ის საკითხია, რაც ჩვენ ძალიან უნდა გვაწუხებდეს. 

ასე რომ, ორი რამ არის. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ახალი ექსპერიმენტული დნმ-ის და რნმ-ის ვაქცინა, რომელსაც პოტენციურად შეუძლია შეცვალოს ჩვენი გენომი; მერეც მეორე, ისინი აპირებენ Აღგვბეჭდონ საიდენტიფიკაციო ბეჭდით. 

მესამე, ეს ყოველივე იქნება ჰიდროგელში.  ჰიდროგელი არის ტექნოლოგია, რომელიც გამოიგონა თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტომ - DARPA-მ. 

ეს არის ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პენტაგონის შემადგენელი ნაწილი.  ისინი აწარმოებენ Sci-Fi გამოგონებებს, რომელთა შესახებაც შეიძლება გსმენიათ.  ასე რომ, ეს მათი ერთ-ერთი გამოგონებაა.  თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ YouTube-ზე ჰიდროგელი კომპანია Profusa და DARPA და ნახავთ რამოდენიმე კლიპს ამ ზოგიერთი ტექნოლოგიის შესახებ.  ეს არის სპეციალური ტექნოლოგია, რადგან ის კანქვეშ მიდის.  სხეული არ უარყოფს მას და მას აქვს ნანოტექნოლოგია, რომლებიც მიკროსკოპული, რობოტული ორგანიზმებია.  ეს მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებიც რობოტულია, თქვენს სხეულში იქნება.  მათ შეუძლიათ აეწყონ, დაიშალონ და კვლავ აეწყონ. მათ ძალუძთ გააკეთონ უთვალავი რამ თქვენს სხეულში.  ამის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეაგროვონ ინფორმაცია თქვენ სხეულში, მაგალითად არტერიული წნევა, შაქარი, გულისცემა, რაც კარგად ჟღერს, შეაგროვოს ეს ინფორმაცია. 

ამასთან ერთად, მას აქვს პოტენციალი, გამოყენებული იქნას სხვა რამეებისთვის.  მას შეუძლია შეაგროვოს შემდეგი ინფორმაცია: რამდენი ნაბიჯი გადადგით, დაეცით თუ არა, თუკი ცურავთ, თუ დარბიხართ, თუ გაქვთ მენსტრუაცია, როგორ მიმდინარეობს თქვენი მენსტრუალური ციკლი, თუ გაქვთ სექსი, თუკი გძინავს, მას აქვს პოტენციალი იცოდეს თქვენი ემოციები.  ასე რომ მთელი ეს მონაცემები 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, წელიწადში 365 დღე გროვდება და სად მიდის?  ისინი აცხადებენ, რომ ის მიდის ჭკვიან აპზე, როგორიცაა თქვენი ტელეფონი, iCloud-ზე,  ან ნებისმიერ ჭკვიან მოწყობილობაზე, მაგრამ ვინ იღებს ყველა ამ ინფორმაციას ვინ იყენებს მას?  რისთვის იყენებენ ამას?  პასუხს არავინ გვცემს.  სხვა მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ ისინი აგროვებენ მთელ ამ ინფორმაციას ჩვენს შესახებ. 

და ჩვენ ამ ინფორმაციას გამოვცემთ.  ამით ჩვენ ხელოვნურ ინტელექტზე გვაერთებენ.  უნდა იცოდეთ, ეს მხოლოდ ვაქცინა არ არის.  ჩვენ გვაერთებენ ხელოვნურ ინტელექტზე.  ისე, როგორც თქვენი ტელეფონით, თქვენი სმარტფონით შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება ან ელექტრონული წერილი, ასევე სხვასაც შეუძლია უკამ გამოგიგზავნოთ შეტყობინება, ტექსტი.
ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცამ შეიძლება გამოუგზავნოს ჩვენს სხეულს შეტყობინებები ან ინფორმაცია. ამით რა შეიძლება მოხდეს?  ჩემი აზრით, შეუძლია მოქმედება თქვენ განწყობაზე, ქცევაზე და თქვენ გონებაზე, რაც მართლაც ბევრ პრობლემას გამოიწვევს, ბევრ დაბნეულობას და ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?
   თავდაცვის დეპარტამენტი?  ბილ და მელინდა გეითსი?  ვინ აკეთებს ამ ყოველივეს?  ჯერ პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ეს არის რეალური ინფორმაცია, რომელსაც გვთავაზობენ. 
🔴
არ ვიცი, გსმენიათ თუ არა რაიმე ID 2020-ის შესახებ, მაგრამ ეს არის იდეა, რომ ყველა ადამიანს ექნება უნიკალური იდენტიფიკატორი და ამ იდენტიფიკატორიდან მოხდება ყველაფერი.  ჩვენ აღარ დაგვჭირდება საკრედიტო ბარათები, აღარ დაგვჭირდება ნაღდი ფული.  ეს არის უნიკალური იდენტიფიკატორის დასაწყისი - ეს ბეჭედი, ეს ტატუ.  ეს ნიშნავს ნაღდი ფულის დასრულებას, საკრედიტო ბარათების დასრულებას.  ეს ამ ყველაფრის დასაწყისია: თავისუფლების დაკარგვა, დამოუკიდებლობის დაკარგვა, პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის დაკარგვა.  ჩვენ ნამდვილად უნდა ვიცოდეთ რას აპირებენ ეს ადამიანები. 

ჰიდროგელის შესახებ კომპანიები ასევე აცხადებენ, რომ ჰიდროგელს აქვს პოტენციალი იყოს მოთხოვნით წამლის მიწოდების სისტემა.  მე არ ვამბობ, რომ ამ ვაქცინაში მოდის, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს იგივე ტექნოლოგიაა.  თქვენ ეს უნდა იცოდეთ.  რა არის მოთხოვნით წამლის მიწოდების სისტემა?  ეს ნიშნავს, რომ სინათლის გამოყენების საშუალებით შესაძლებელია წამლის მიწოდება თქვენს ორგანიზმში.  ეს ცოტათი შემაშფოთებელია, რადგან მე ვიცი, როცა წამალს ვიღებ, მაქვს ტაბლეტი ან ფლაკონი, რომელსაც აქვს წარწერა და უნიკალური იდენტიფიკატორი.  და როცა მე მას ვიღებ ვიცი, როდის ვიღებ, მე ვაკონტროლებ. მაგრამ რა მოხდება მაშინ, როცა რაღაცას რასაც აქვს სინათლის წყარო, და მე არ ვარ დარწმუნებული, რას გულისხმობენ ამაში, მაგრამ ეს არის  რაზეც ისინი საუბრობენ, შეუძლია გაააქტიუროს რაღაც თქვენს სხეულში.  რა მოხდება, თუ არ იცით, რომ ის გააქტიურებულია.  რა მოხდება, თუ მასში პრობლემაა?  იმას ვგულისხმობ, რომ წარმოგიდგენიᲐთ ამის შედეგები?  რა მოხდება, თუ შედეგად უამრავი ხალხი უკონტროლოდ დაიწყებს არეულობას, შეუძლია რაიმე სტიმულირება გამოიწვიოს თქვენ სხეულში რომ დაგაძინოთ? 

წარმომიდგენია, არასწორი პიროვნების ხელში შეიძლება ეს ძალიან საშიში იყოს.  არის ეს მიზეზი თუ რატომ მონაწილეობს ამ ყველაფერში ჩვენი შეიარაღებული ძალები? მე უბრალოდ გაწვდით რამოდენიმე მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იყოთ კრიტიკულად მოაზროვნეები და იცოდეთ რას გვთავაზობენ ისინი ამ ვაქცინებში და თავად გამოიკვლიოთ ეს ყველაფერი, ნამდვილად მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ვაქცინა, რასაც ისინი გვაძლევენ. ისინი მანიპულირებენ ჩვენი დნმ-ით, ჩვენი გენომით.  და თქვენ იცით, რომ ისინი ამბობენ, რომ ცვლილება დროებითია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ გენომის ტრანსფექციით მანიპულირებისას შეგიძლიათ ის მუდმივი გახადოთ.  ეს არის შესაძლებლობა და მათ ეს არ იციან მანამ, სანამ ამას ყველა ჩვენგანს არ გაუკეთებენ. 

გსურთ რომ გარისკოთ?

Loading comments...