ბიძინა კვერნაძე. ბიჭიკოს სიმღერა კინოფილმიდან "უდიპლომო სასიძო" / სანდრო აბესაძე

3 days ago
2

ranina, georgian, movie, music

ტექსტის ავტორი პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი

"უდიპლომო სასიძო" - ექსცენტრული კომედია
გადაღება - 1961
რეჟისორი ლევან ხოტივარი
კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე

ასრულებენ:
სანდრო აბესაძე - კონკურსანტი
გუნდი: "რანინას" გასული სეზონების მონაწილეები ("რანინას" გუნდი)
ხელმძღვანელი ნათია ოქრუაშვილი
ბენდი:
ირაკლი მენთეშაშვილი - კლავიში
ზაზა ცერცვაძე - დრამი
ლევან დეისაძე - ბას-გიტარა
უჩა მეტრეველი - გიტარა
დათა ლოლაშვილი - პერკუსია
პაატა ანდრიაძე - კლავიში

1ტვ (საზმაუ). რანინა. VIII სეზონი, IV ტური. 19. 10. 2025

ტექსტი:
ოცნებების ღამე გაქრა,
მასთან ერთად - ფიქრები.
ცის კიდიდან კიდობამდე
მზეა სიცოცხლის ფერი.

ორღობეებს რარიგ შვენის
გოგონების ღიმილი.
რომ შემეძლოს, ყველა მათგანს
გულს გავუთბობ ღიმილით.

დეილი-ოვდელია, ოვდელია,
ცის ლაჟვარდზე ტოროლები
შენთვის მღერიან.
დეილი-ოვდელია, ოვდელია,
ცის ლაჟვარდზე ტოროლები
შენთვის, შენთვის მღერიან.

დასაკრავი სიები:
ქართული კინომუსიკა
ბიძინა კვერნაძე

Loading comments...