რუსთავი-2. იუტას შტატში მოკლეს ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი. 11. 09. 2025

12 days ago
8

Charlie Kirk

რუსთავი-2. კურიერი. 11. 09. 2025 (10:00)
წამყვანი ანუკა ქინქლაძე

2025 წლის 10 სექტემბერს აშშ-ს ქალაქ ორემში (იუტას შტატი) კისერში გასროლით მოკლეს მემარჯვენე პოლიტიკური აქტივისტი ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტის კამპუსში სიტყვით გამოიოდა სტუდენტების წინაშე. მკვლელობა მოხდა ადგილობრივი დროით 12:10-ზე, გამოსვლის მე-20 წუთზე. ერტადერთი ტყვია მას ესროლეს Losee Center-ის შენობის სახურავიდან, დაახლ. 180მ-ის სიშორიდან. დაჭრილი კირკი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ჩარლი კირკის გარდაცვალების შესახებ სოცქსელში პირველად დაადასტურა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რასაც მოჰყვა დადასტურება კირკის კოლეგებისგან.
კირკმა დააფუძნა ახალგაზრდა ამერიკელ კონსერვატორთა ორგანიზაცია Turning Point USA (TPUSA). თავის გამოსვლებში უპირისპირდებოდა კომუნიზმს, ტრანსგენდერულ თეორიას, ისლამის მოძალებას და იცავდა ამერიკულ ფასეულობებს. ამერიკის და კაცობრიობის მთავარ საფრთხედ მას მიაჩნდა რადიკალ-მემარცხენეობის (მეტადრე კომუნიზმის) და ისლამის გაერთიანება ტრაიციული ფასეულობების წინააღმდეგ.
________________

დიდი ხანია, ამერიკელებმა და მედიამ თვალი უნდა გაუსწორონ ერთ ფაქტს - ძალადობა და მკვლელობა იმის ტრაგიკული შედეგია, რომ, წლიდან წლამდე, ყველაზე საძაგელი და საძულველი ფორმით ადანაშაულებენ მათ, ვისაც არ ეთანხმებიან - ტრამპი
(ვიდეო)

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩარლი კირკის მკვლელობას გამოეხმაურა. ვიდეომიმართვისას დონალდ ტრამპმა კირკს ლეგენდარული პიროვნება უწოდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დროშების დაშვების განკარგულება გასცა.
მისივე თქმით, "ძალადობა და მკვლელობა იმ ადამიანების დემონიზაციის ტრაგიკული შედეგია, ვისაც არ ეთანხმები". აქვე, პრეზიდენტმა პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ფართო გეგმა წარმოადგინა.
მომხდარს "პოლიტიკური მკვლელობა" უწოდა, იუტას, იმ შტატის გუბერნატორმა, სადაც მკვლელობა მოხდა.
მემარცხენეებს ადანაშაულებს მკვლელობაში ილონ მასკი. "მემარცხენეები მკვლელობის პარტიაა" - წერს "სფეის იქსის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.
"ეს ღრმა ჭრილობაა დემოკრატიისთვის და მათთვის, ვისაც თავისუფლების სჯერა", - ვკითხულობთ იტალიის პრემიერ მინისტრ ჯორჯია მელონის პოსტში.
"ჩარლი კირკი მოკლეს სიმართლის ლაპარაკისა და თავისუფლების დაცვის გამო", - ეს კი ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვებია.
"დიდი ხანია, ამერიკელებმა და მედიამ უნდა გაუსწორონ თვალი იმ ფაქტს, რომ ძალადობა და მკვლელობა იმის ტრაგიკული შედეგია, რომ წლიდან წლამდე, ყველაზე საძაგელი და საძულველი ფორმით ადანაშაულებენ მათ, ვისაც არ ეთანხმებიან. წლების განმავლობაში, რადიკალური მემარცხენეები, ჩარლის მსგავს შესანიშნავ ამერიკელებს ადარებდნენ ნაცისტებს - მსოფლიოს ყველაზე საშინელ მასობრივ მკვლელებსა და კრიმინალებს. მსგავსი რიტორიკა პირდაპირ კავშირშია იმ ტერორიზმთან, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ და ეს ახლავე უნდა შეწყდეს. ჩემი ადმინისტრაცია იპოვის თითოეულ მათგანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სისასტიკეში და სხვა პოლიტიკურ ძალადობაში, მათ შორის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მათ აფინანსებენ და მხარს უჭერენ, ასევე მათ, ვინც ჩვენს მოსამართლეებს, სამართალდამცველებს და ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანაში წესრიგი შემოაქვს, ებრძვის. ჩარლი ამერიკის საუკეთესო ნაწილი იყო, ხოლო მონსტრი, რომელიც თავს დაესხა, თავს დაესხა მთელ ჩვენს ქვეყანას. მკვლელმა მისი გაჩუმება ტყვიით სცადა, მაგრამ ის დამარცხდა, რადგან ჩვენ ერთად დავრწმუნდებით, რომ მისი ხმა, მისი გზავნილი და მისი მემკვიდრეობა იცოცხლებს მომავალ თაობებში", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
https://rustavi2.ge/ka/news/324650

პოსტი დონალდ ტრამპის სოცქსელიდან. 11. 09. 2025
The Great, and even Legendary, Charlie Kirk, is dead. No one understood or had the Heart of the Youth in the United States of America better than Charlie. He was loved and admired by ALL, especially me, and now, he is no longer with us. Melania and my Sympathies go out to his beautiful wife Erika, and family. Charlie, we love you!
თარგმანი:
დიდი და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების გულისცემა ჩარლიზე უკეთ არავის ესმოდა. ის ყველას უყვარდა, მისით ყველა აღფრთოვანებული იყო, განსაკუთრებით მე, და ახლა ის ჩვენთან აღარ არის. ჩემი და მელანიას სამძიმარი მის მშვენიერ მეუღლეს, ერიკას და ოჯახს. ჩარლი, გვიყვარხარ!
https://truthsocial.com/@realDonaldTrump/posts/115181934991844419

ილონ მასკი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მიმართ სროლაზე აცხადებს, რომ "დემოკრატები არიან სიკვდილის პარტია"
(სტატია)

ამერიკელი მილიარდერი და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი გავრცელებულ ცნობას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ აშშ-ში, კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ დროს ესროლეს, როდესაც იუტას შტატში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
მასკმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი გააზიარა და X-ზე დაწერა, რომ "დემოკრატები არიან სიკვდილის პარტია".
https://rustavi2.ge/ka/news/324649

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სამძიმარი:
„ჩარლი კირკი სიმართლის თქმისა და თავისუფლების დაცვის გამო მოკლეს. ისრაელის ეს ლომგული მეგობარი ტყუილის წინააღმდეგ იბრძოდა და იუდეურ-ქრისტიანული ცივილიზაციისთვის იყო შემართული. სულ რაღაც ორი კვირის წინ ვესაუბრე მას და ისრაელში მოვიწვიე. სამწუხაროდ, ეს ვიზიტი არ შედგა. ჩვენ არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ. მისი უსაზღვრო სიამაყე ამერიკით და სიტყვის თავისუფლებისადმი უსაზღვრო რწმენა წარუშლელ კვალს დატოვებს. მშვიდად განისვენე, ჩარლი.“
(ვიკიპედიიდან)

დასაკრავი სიები:
პოლიტიკური მასალები სხვადასხვა მედიიდან
ლიბერალურ-კომუნისტური ჯოჯოხეთი

Loading comments...