Premium Only Content

ჯემალ სეფიაშვილი. ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები / 25 მომღერალი. 2019
9 april
ტექსტის ავტორი მორის ფოცხიშვილი
1989 წლის 9 აპრილი - ქართველი ერის ტრაგედია, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარმა თბილისში, რუსთაველი პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინ, ალესილი ნიჩბებით და მომწამლავი გაზით (სი-ესი და "ჩერიომუხა") გადაუარა თავისუფლებისთვის მებრძოლ მშვიდობიან მომიტინგეებს. დაიღუპა 21 მომიტინგე. დაიჭრა/დასახიჩრდა მრავალი ასეული.
ეს სიმღერა დაიწერა და შესრულდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დღეებში. 1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა 50-მა ქართველმა მომღერალმა ჩაწერა. სიმღერა მაშინვე თავისუფლების ჰიმნად იქცა.
ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ, 2019 წლის 9 აპრილს, ტრაგედიის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტზე შოუ-ბიზნესის ახალგაზრდა წარმომადგენლება, 25-მა მომღერალმა მამაკაცმა ხელახლა შეასრულა ეს ჰიტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტზე.
სიმღერის ავტორის, ჯემალ სეფიაშვილის სურვილი იყო, სიმღერა მხოლოდ მამაკაცებს შეესრულებინათ. მან თავისი პოზიცია ასე დაასაბუთა:
„ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ აი, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას“.
მღერიან: გიგი ადამაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, აჩი ფურცელაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი ჩიქოვანი, გოგა მესხი, რატი დურგლიშვილი, ანდრია გველესიანი, დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თემო საჯაია, კახა კუხიანიძე, სანდრო სეფაშვილი, გიორგი ბუშელაშვილი, გიორგი კელაპტრიშვილი, ზუკა ხუციშვილი, სანდრო კახიძე, გიორგი კობახიძე, გუგა მარგველაშვილი, ბოკა კვეკვესკირი, ოთო ღურწკაია, ლადო ჯანელიძე.
ტექსტი:
დღე დგება უტყვი და უჩვევი,
მეწამულ ბილიკზე ვდგები.
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე,
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.
თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით...
ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.
ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გლოცავთ და მიშრება ყელი.
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!
გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ,
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი,
ავუვსოთ ერთმანეთს გულები,
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!
ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით.
სიტყვა გამოვნახოთ თბილი.
ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები,
ფარად ავეფაროთ თბილისს!
ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები,
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.
ო, სისხლო, რა უცებ წყალდები,
ო, გულო, რა უცებ თვრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები.
ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ,
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: - ამინ!
დავუთმოთ ერთმანეთს დილა და
დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!
დასაკრავი სია: ქართული ესტრადა
-
11:16
Blackstone Griddles
11 hours agoDouble Roasted Green Chile Smash Burger on the Blackstone Griddle
5101 -
14:36
Tactical Advisor
15 hours agoNew Military Thermal Target
1.41K1 -
2:10
OfficialJadenWilliams
15 hours agoHow we treated AI in 2023 vs 2025
5321 -
9:02
The Shannon Joy Show
15 hours agoWhy is Canada PERSECUTING Dr. Makis
1.51K -
57:03
NAG Podcast
11 hours agoAlex Stein: BOLDTALK W/Angela Belcamino
740 -
8:41
Freedom Frontline
15 hours agoMaria Bartiromo Plays The Clip That ENDS Adam Schiff’s Career
1K2 -
9:39
Nate The Lawyer
1 day ago $1.42 earnedBlack Family Turns On BLM Narrative Says Cop Was Justified.
2.89K10 -
32:41
Actual Justice Warrior
2 days agoFinance Girl Goes FULL PROPAGANDIST
7.23K6 -
12:21
itsSeanDaniel
1 day agoAOC and Bernie MELTDOWN after CNN Host CALLS THEM OUT
4.92K7 -
1:03:37
Dialogue works
2 days ago $1.91 earnedCol. Larry Wilkerson: The Iran War Threat RETURNS — But Iran Has Transformed into a Military Giant!
6.41K7