ოთარ თევდორაძე. პაემანზე / გიული ჩოხელი (LIVE)

25 days ago
10

ტექსტის ავტორი იოსებ ნონეშვილი
ჟანრი: ჯაზი, ბოსა ნოვა

მღერის გიული ჩოხელი - საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-მომღერალი ქალი
პოპ-ორკესტრი გუსტავ ბრომის დირიჟორობით
ჩეხოსლოვაკია, 1970

სიმღერა შექმნილია ბრაზილიელი მუსიკოსის, ანტონიო კარლოს ჟობიმის (Antônio Carlos Jobim) 1963 წლის ჩანაწერის Agua de Beber ინსპირაციით.
ქვემოთ მოტანილ ლინკზე განთავსებულია ჟობიმის ორიგინალი. მსმენელს შეუძლია შეადაროს, რამდენად უფრო მაღალი დონისაა ქართული ინსპირაციაც და მისი შესრულებაც.
https://www.youtube.com/watch?v=iteDBk6k3N8&pp=0gcJCfwAo7VqN5tD
ქართული ხელოვნება, საბჭოთა იმპერიის დროსაც კი, ერთ-ერთ შეუდარებელი იყო მსოფლიოს მასშტაბით, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად იმპერიაზე. ეს იყო განუმეორებელი ქართული სტილი, მარად პროგრესული და თვითმყოფადი, რომლის გამოც მთელი საბჭოთა კავშირი, სიახლის შემოტანისას, პირველად საქართველოსკენ იხედებოდა.
გიული ჩოხელის მხრიდან ეს არის უმაღლესი დონის შესრულება, შერწყმული საოცარ მუსიკალურობასთან.

ტექსტი:
პაემანზე გაგვიწვიმდა,
ცას შევხედე ბრაზიანად,
მაგრამ იმ დღემ წვიმიანმა
ზღვა სიხარულს მაზიარა.

ცამ უეცრად დაიქუხა,
მე მას გვერდზე მივეკარი
და ფანტავდა წვიმის წვეთებს
უეცარი ნიავქარი.

კოცნა მომწყვიტა ბაგიდან,
გული ამივსო მზით,
მივაბიჯებდით ერთად წვიმაში
ბედნიერების გზით.

და სიყვარულის დასტურად
კოცნა მივიღე მე.
ო, დაილოცოს მარადჟამს
ის წვიმიანი დღე.

დასაკრავი სიები:
ქართული ჯაზი
ქართული ესტრადა
ჯაზის ვარსკვლავები

Loading 1 comment...