ტელეგრამი. მარიუპოლი: უკრაინის სარაკეტო ძალებმა ATACMS-ით დაარტყეს S-300 ბატარეას. 16. 07. 2024

4 months ago
8

ukraine, war

ტელეგრამარხიდან ალფა სიხშირე / alpha frequency. 16. 07. 2024
16 ივლისს ღამით, უკრაინის სარაკეტო ძალებმა, ATACMS-ის ტიპის კასეტურ-ქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით, იერიში მიიტანა დროებით ოკუპირებულ მარიუპოლთან განლაგებულ რუსულ S-300-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის ბატარეაზე.
🔻ინფორმაციას და ვიდეომასალას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი ავრცელებს.
🔻"მადლობას ვუხდი მეომრებს საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისთვის" - წერს სოციალურ ქსელებში გენერალი.
🔻ATACMS-ის ტიპის კასეტურ-ქობინიანი ბალისტიკური რაკეტების დარტყმების შედეგად, განადგურებულია S-300-ის რადარი და რამდენიმე გამშვები დანადგარი.
https://t.me/alphafrequency1/37324

დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სოცქსელებიდან

Loading comments...