Premium Only Content

freedom. უკრაინის ოპერაცია "აბლაბუდა" - რუსული ავიაციის პერლ ჰარბორი. 01. 06. 2025
ვიდეოს სახელწოდება ორიგინალში: НЕВЕРОЯТНО! Более 2 тыс. км преодолели УКРАИНСКИЕ дроны! ПВО РФ была не готова к УДАРУ! 01. 06. 2025
წამყვანი კაროლინა კოროლი (Королина Король)
სტუმარი დმიტრი სნეგირევი (Дмитрий Снегирев) - სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსი
FREEДОМ - უკრაინის რუსულენოვანი საერთაშორისო მაუწყებელი.
უკრაინის უშიშროების სამსახურის (СБУ) ოპერაცია "აბლაბუდა" (Паутина). 01. 06. 2025
უკრაინის უშიშროებამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო ავიაბაზებზე ჩაატარა საუკუნის სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით "აბლაბუდა" (Паутина), რომელიც შევა სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში.
ამ ოპერაციით უკრაინულმა მხარემ გაანადგურა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ფარეხის 34%, რომელთა საერთო ღირებულებაა $7 მლრდ. ოპერაცია მზადდებოდა 1,5 წლის განმავლობაში. მას მეთაურობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. უშუალო ხელმძღვანელი იყო უშიშროების სამსახურის უფროსი ვასილ მალიუკი.
უკრაინის მხრიდან გამოყენებული იქნა 117 დრონი შესაბამისი რაოდენობის ოპერატორებით. ოპერაციის ოფისი რუსეთის ერთ-ერთ ოლქში ფსბ-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ პერსონალმა სრული შემადგენლობით უვნებლად დატოვა რუსეთის ტერიტორია.
ოპერაცია ჩატარდა რუსეთის შემდეგ ოლქებსა და ავიაბაზებზე:
რიაზანის ოლქი - ავიაბაზა "დიაგილევო" (Дягилево)
მურმანსკის ოლქი - ავიაბაზა "ოლენია" (Оленья)
ირკუტსკის ოლქი - ავიაბაზა "ბელაია" (Белая)
ივანოვოს ოლქი - ავიაბაზა "ივანოვო" (Иваново)
საერთო ჯამში განადგურებული იქნა 41 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი, მათ შორის: А-50, Ту-95, Ту-22 М3.
დრონები გაფრინდა ტრასებზე მდგარი სატვირთო მანქანებიდან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო თავდასხმის ფაქტები დაადასტურა.
ეს იყო რუსული ბირთვული არსენალის დემილიტარიზაციის ოპერაცია. უკრაინამ "ამოიღო" ის დანაკარგი, რაც მიიღო ბუდაპეშტის მემორანდუმით.
ოპერაციის შემდეგ ბირჟებზე რუსული აქტივების ფასი მკვეთრად დაეცა.
უკრაინის უშიშროების ამ ოპერაციას მაშინვე უწოდეს რუსული ავიაციის პერლ ჰაბორი. მართალია, იაპონელთა თავდასხმამ შეუდარებლად დიდი დანაკარგი მიაყენა ამერიკელთა ავიაციას და ფლოტს, მაგრამ თავდასხმა მოხდა სამხედრო ავიაციით.
უკრაინის შემთხვევაში თავდასხმა მოხდა დრონებით, რამაც კარდინალურად შეცვალა თავად ომის კონცეფცია და წარმოების აქამდე მიღებული ფორმები. თანაც ეს ურთულესი ოპერაცია, რომელიც დაიგეგმა და შესრულდა მტრის ზურგში, განხორციელდა ფილიგრანული სიზუსტით და რაც მთავარია - უმსხვერპლოდ. ოპერაციის ყველა მონაწილემ უვნებლად დატოვა რუსეთის ტერიტორია, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ბირთვულმა ტრიადამ მიიღო დიდი დარტყმა. თანაც ეს დარტყმა განხორციელდა ციმბირში, რომელიც ამ დრომდე ითვლებოდა რუსეთის ზურგად.
თავისი საომარი მნიშვნელობით ოპერაცია "აბლაბუდა" არათუ არ ჩამოუვარდება პერლ ჰარბორს, ზოგ კომპონენტში აჭარბებს კიდევაც. ამ ოპერაციით რუსეთის ბირთვულმა ტრიადამ მიიღო აუნაზღაურებელი დანაკლისი, რაც, თავისთავად, არცთუ სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ომის კანონებიდან გამომდინარე - ლოგიკური.
დასაკრავი სიები:
FREEДОМ - ფრიდომი
სპეცსამსახურები
-
2:17:35
TheSaltyCracker
3 hours agoThe Charlie Kirk Effect ReeEEStream 9-21-25
57.4K206 -
2:03:07
vivafrei
3 hours agoEp. 283: Charlie Kirk Memorial and other Stuff in the Law World
170K89 -
9:13:12
The Charlie Kirk Show
14 hours agoLIVE NOW: Building A Legacy, Remembering Charlie Kirk
2.07M864 -
1:55:20
The White House
6 hours agoPresident Trump Participates in the Memorial Service for Charlie Kirk
66.7K82 -
1:02:41
Sarah Westall
5 hours agoDomestic Terror Operation: Death Threats, Smear Campaigns, Gang Stalking w/ Journalist Sarah Fields
11.9K2 -
1:51:40
Nerdrotic
5 hours ago $7.19 earnedGobekli Tepe Discovery and "Reconstruction" | Forbidden Frontier #118
48.5K5 -
29:07
Tactical Advisor
5 hours agoATF Changes Ruling on SBR & Tacpack unboxing | Vault Room Live Stream 039
44.7K11 -
2:00
From Zero → Viral with AI
11 hours ago $0.67 earnedAre You Being Left Behind? Why AI Marketing is No Longer Optional
15.3K1 -
9:10
BlackDiamondGunsandGear
9 hours agoI Finally Got it! / Now i need to BUILD IT!
12.4K3 -
9:44
Millionaire Mentor
3 days agoCharlie Kirk Brings Woke Student To STUTTERING Over White Privilege Lies
18.3K6