მარინა ლეკიშვილი. თბილისის დედოფალს (რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს) / ლუკა ჭანიშვილი

3 months ago
4

ტექსტის ავტორი ზურაბ გოშაძე

ასრულებს ლუკა ჭანიშვილი
აკომპანემენტი - დავით მაზანაშვილის ბენდი

ტვ-იმედი. მიმღერე. V სეზონი, III ტური. 27. 05. 2025

სიმღერის შექმნა. მარინა ლეკიშვილი იხსენებს:
„ყველა ჩემი სიმღერა თავის ტექსტიანად უცბად იქმნება. ტრიო "სიმის" მომღერლები ჩემი მეგობრები არიან. ერთხელ სუფრასთან ვისხედით და რაღაც მელოდია წავიღიღინე. მოეწონათ, მაგრამ ტექსტი არ მქონდა. დავურეკე უნიჭიერეს პოეტ ზურაბ გოშაძეს, მოვიდა და სიმღერისთვის ძალიან ლამაზი ტექსტი დაწერა. სიმღერას "თბილისის დედოფალს" დავარქვით. ეს ერთადერთი სიმღერა მაქვს ზურას ტექსტზე, დანარჩენს ყველას ჩემი ტექსტი ახლავს“.
ambebi.ge/article/50791-visi-simgerit-xiblavda-gogi-dolize-mandilosnebs-da-rogor-sheikmna-rac-am-kveqnad-siqvaruli-mepobs/

ტექსტი:
რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს,
მე ყველასი მოტრფიალე ვარ.
ჩემი სიყვარულის დიდო ღმერთო,
მე დღითიდღე შენი ტრფობა მკლავს.

ყველაფერი, რაც გამაჩნდა, გაქრა,
უნაზესი გრძნობა დამდევს თან,
ყველაფერი, ყველაფერი გაქრა,
დამიბრუნდი, დამიბრუნდი კვლავ.

ჩვენი წლები სანთელივით გაქრა,
და სიბერეც უკვე აღარ მკლავს,
როგორ მინდა, როგორ მინდა კარგო,
დამიბრუნდე, დამიბრუნდე კვლავ.

გავა დრო და მოვუყვებით შვილებს,
რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს,
და იცოდე მეყვარები ისევ,
დამიბრუნდი, დამიბრუნდი კვლავ.

დასაკრავი სია: ქართული ესტრადა

Loading comments...