რუსთავი-2. უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა გააფორმეს მინერალების შეთანხმება. 01. 05. 2025

3 months ago
2

რუსთავი-2. დილის კურიერი. 01. 05. 2025 (08:00)
წამყვანი ანუკა ქინქლაძე

დამატებით:
ვაშინგტონმა და კიევმა სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს - რა პირობებით გაფორმდა ისტორიული დოკუმენტი

ვაშინგტონმა და კიევმა სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ "ეს ეკონომიკური თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ორ ქვეყანას ერთობლივად იმუშაოს, რათა საერთო მატერიალურმა აქტივებმა, ნიჭმა და შესაძლებლობებმა დააჩქაროს უკრაინის ეკონომიკური აღდგენა".
შეთანხმებას გამოეხმაურა ამერიკის ფინანსთა მინისტრი. სკოტ ბესენტი ამბობს, რომ "ეს შეთანხმება ნათელ სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესის, რომლის ცენტრში თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული უკრაინაა".
შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დაადასტურა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა. იულია სვირიდენკო ხელშეკრულების მთავარ პუნქტებს გამოყოფს: წიაღისეულზე სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას; აშშ-სა და უკრაინის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა და ეროვნული საკუთრების დაცულობა. გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის არანაირი ვალი და რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ.
rustavi2.ge/ka/news/312930

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს პრეს-რელიზი:
home.treasury.gov/news/press-releases/sb0126

დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სხვადასხვა მედიიდან

Loading comments...