რუსუდან სებისკვერაძე. საყვარელო მამულო / ჩვენი კვარტეტი

5 months ago
6

ტექსტის ავტორი ლილი ნუცუბიძე

მღერის ანსამბლი "ჩვენი კვარტეტი" (ქუთაისი):
ირაკლი სირბილაძე, მანუჩარ კობახიძე, გიორგი დიხამიძე, დავით ნემსვერიძე.

პოს-ტვ. მელორამა. 10. 04. 2022

ტექსტი:
საყვარელო მამულო,
შენს სიცოცხლეს ვფიცავარ;
გულმა მხოლოდ შენი მზე,
შენი მიწა იწამა.
შენს გაზაფხულს ვუმღერი,
შენს აპრილს და მაისებს,
კალთას გადაგიკოცნი,
უბეს ვარდით აგივსებ.
მწარე იყო წარსული,
რომ დღეის მზით გეხარა,
ჩემო ტკბილო მამულო,
ჩემო კარგო ქვეყანავ!
მტერზე წამომართულო,
სააკაძის მახვილო,
დროშავ თამარიანო,
არასოდეს დახრილო.
ბაზალეთის ტბის ძირში
დარწეულო აკვანო,
მამულისთვის დამწვარო,
გმირო მამა-პაპანო!
აი, ვის გამარჯვებას
და სიცოცხლეს ვინატრებ,
მზეო, უფრო გაბრწყინდი,
მზეო, უფრო გვინათე.
მიწა ბარაქიანი,
ოქროსფერი ყანები...
საყვარელო მამულო,
გკოცნი, გეთაყვანები.

დასაკრავი სია: ქართული ესტრადა

Loading 1 comment...