ტელეგრამი. დემოგრაფიული კატასტროფა: შობადობის მაჩვენებელი ჩამოსცდა 40 000-ს. 28. 03. 2025

4 months ago
26

ტელეგრამარხიდან World Military / ანალიტიკა. 28. 03. 2025
დემოგრაფიული კატასტროფა სხვა კი არაფერია. 40 ათასს შობადობა პირველად ჩამოსცდა, სამაგიეროდ გადინება და სიკვდილიანობაა ასტრალში გასული.

ზურაბ მახარაძის ტელეგრამიდან.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წელს 39 483 ბავშვი დაიბადა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 10 წლის წინ წელიწადში 60 ათასი ბავშვი იბადებოდა.
ნებისმიერ ქართველს სინამდვილეში ახლა მხოლოდ ეს ციფრი უნდა ადარდებდეს. არც ეკონომიკაზე არც პოლიტიკაზე დავას აზრი არ აქვს თუ ხვალ აღარ ვიქნებით. არააქვს აზრი მიშას და ბიძინას. რუსეთს და ამერიკას, ევროკავშირს და კორუფციის აღქმის ინდექსებს. 2024 წელს თუ 39 483 ბავშვი დაიბადა და ათი წლის წინ 60 000-ზე მეტი იბადებოდა ეს ნიშნავს რომ ვკვდებით.
*************

ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები
(ერთვის PDF-ფაილი):
geostat.ge/ka/single-news/3411/dziritadi-demografiuli-machveneblebi-2024

დასაკრავი სია: აპოლიტიკური ამბები მედიიდან და სოცქსელებიდან

Loading comments...