"ილუზიონის" შესავალი (ქუდი). მუსიკის ავტორი ჟორჟ გარვარენცი

5 months ago
8

"კრიტიკოსმა, სცენარისტმა და ჟურნალისტმა ოთარ სეფიაშვილმა 1981 წლის პირველ იანვარს საქართველოში ათასობით მაყურებელს მსოფლიო კინოს ჯადოსნური სამყაროს კარი ფართოდ გაუღო.
პირველ არხზე მომზადებული საავტორო პროგრამით “ილუზიონი” ოთარ სეფიაშვილი საზოგადოებას წლების განმავლობაში საუკეთესო ფილმებს სთავაზობდა. უფროსი თაობის ადამიანები ხშირად იხსენებენ, რომ ეს იყო ყველაზე რევოლუციური გადაცემა გენიალური დასაწყისით მაშინდელ საქართველოში, შეთავაზებული ფილმების ყურება კი – უდიდესი სიამოვნება რკინის ფარდით ჩაკეტილ საბჭოთა კავშირში.
გაგიკვირდებათ, მაგრამ “ილუზიონის” დახურვა რამდენჯერმე სცადეს, საბედნიეროდ, უშედეგოდ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა გადაცემის დახურვის მცდელობა კატეგორიულად გააპროტესტა, რასაც წინ ვეღარავინ აღუდგა.
“ილუზიონის” ეპოქა მაინც დასრულდა – 1997 წელს ოთარ სეფიაშვილმა საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა. ყველაზე მეტად შორეულ ქვეყანაში სიცოცხლის ბოლომდე საკუთარი სამშობლო და თბილისის ქუჩებში ხეტიალი ენატრებოდა.
ოთარ სეფიაშილი 84 წლის ასაკში, (2014 წლის 15 ნოემბერს ნიუ-იორკში - RT) გარდაიცვალა.
artinfo.ge/2020/09/othar-sephiashvilis-jadosnuri-iluzioni

ჟორჟ გარვარენცის წინამდებარე გენიალური მუსიკა იყო ამ გადაცემის მუსიკალური "ქუდი". მუსიკა დაწერილია ფრანგულ-იტალიურ-გერმანული კინოფილმისთვის "ღვთის რისხვა" (Le tonnerre de Dieu; სხვანაირად "ცის ქუხილი").
დაწვრილებით მუსიკის და მისი შემქმნელის შესახებ: https://rumble.com/v6qz50c--.-georges-garvarentz.-le-tonnerre-de-dieu.html

1981 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული, გადაცემა კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათ საღამოს, 23:00 საათზე გადიოდა 1993 წლამდე. მთელი საქართველო, საღამოს საათებში, ტელეეთერს იყო მიჯაჭვული და ეცნობოდა
მსოფლიო კინოხცელოვნების შედევრებს. გადაცემა მიჰყავდა ოთარ სეფიაშვილს. სტუდიაში მისი ხშირი სტუმარი იყო კინომცოდნე ტატა თვალჭრელიძე. წამყვანები დახვეწილი დიალოგით მოგვითხრობდნენ ამა თუ იმ კინოშედევრის შექმნის ისტორიას, რასაც მოჰყვებოდა ფილმის ჩვენება. ჩემი თაობა დიდებულ ფილმებზე გაიზარდა და ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ოთარ სეფიაშვილმა თავისი ლეგენდარული გადაცემით "ილუზიონი".

დასაკრავი სია: უცხოური კინომუსიკა,

Loading comments...