ტელეგრამი. სტეპოვოესთან (დონეცკის ოლქი) უკრაინელებმა მოსპეს მორიგი თსდ. 08. 07. 2024

6 months ago
6

ტელეგრამარხიდან ალფა სიხშირე / alpha frequency. 08. 07. 2024
დონეცკის ოლქში, სტეპოვოესთან, ქვედანაყოფ Muramasa-ს ოპერატორებმა FPV დრონებით მორიგი რუსული თვითმავალი საარტილერიო
დანადგარი 2C1 Гвоздика გაანადგურეს.

დამატებით, ამავე არხიდან:
რუსმა ოკუპანტებმა დილით 10 საათზე კომბინირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს, რა დროსაც რაკეტები გაშვებული იქნა, როგორც
ზღვიდან, ასევე ჰაერიდან - სტრატეგიული ავიაციის მიერ:
1) MIG-31K-ს ტიპის რაკეტმზიდმა გაუშვა 1 KH-47 KINZHAL-M-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტა.
2) გაშვებულ იქნა ISKANDER-M-ის ტიპის 4 ბალისტიკური რაკეტა.
3) შავი ზღვის აკვატორიიდან გაშვებულ იქნა 3M22 Zircon-ის ტიპის ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა.
4) KH-101-ის ტიპის 13 ფრთოსანი რაკეტა იქნა გაშვებული Tu-95MS-ის ტიპის სტრატეგიული ბობმდამშენიდან.
5) შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აკვატორიებიდან 14 ერთეული KALIBR-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს საბრძოლო ხომალდებმა.
6) TU-22M3-ის ტიპის შორი მოქმედების ბომბდამშენებიდან 2 KH-22-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა იქნა გაშვებული.
7) SU-35/SU-57-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიდან KH-59/KH-69-ს ტიპის 3 ფრთოსანი რაკეტა იქნა გაშვებული.

უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს:
✅ KH-47 KINZHAL-M-ის ტიპის 1 ბალისტიკური რაკეტა; ISKANDER-M -ის ტიპის 3 ბალისტიკური რაკეეტა, KH-101-ის ტიპის 11 ფრთოსანი რაკეეტა, KALIBR-ის ტიპის 12 ფრთოსანი რაკეტა; KH-59/KH-69-ს ტიპის 3 ფრთოსანი რაკეტა.

უკრაინაზე რუსი ტერორისტების მიერ დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგები ამ დროისთვის:
🔺 კიევი- მოკლულია 15 ადამიანი, დაშავდა 38.
🔺 კრივოი როგი- მოკლეს 10 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 47.
🔺 დნეპრი- მოკლულია 1 ადამიანი, დაიჭრა 12.
🔺 პოკროვსკი- მოკლულია 3 ადამიანი.

უკრაინის უშიშროების ძალებმა, СБУ-მ ფაქტების- გარშემო ნაპოვნი ნამსხვრევების პოვნის საფუძველზე დაადასტურა, რომ რუსებმა კიევის “ოხმატდეტის” ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო KH-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს.
🔺 „ უკრაინის უშიშროების ძალები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მტერმა იგრძნოს მაქსიმალური ანგარიშსწორება მისი ყოველი სამხედრო დანაშაულისთვის- დღევანდელი თავდასხმის გამო. ეს ანგარიშსწორება კანონისა და მორალის მიხედვით იქნება განხორციელებული“ – СБУ- ს ხელმძღვანელი, ვასილ მალიუკი.

დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სოცქსელებიდან

Loading comments...