ალტინფო. ალტერნატიული ხედვა. 05. 07. 2024 (18:30). ლევან ჩაჩუა

6 months ago
32

2021 წლის 5 ივლისი - გარდამტეხი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში

სტუმარი ლევან ჩაჩუა - „ქართული იდეის“ დამფუძნებელი

ალტინფოს ტელეგრამარხი - Alt-Info News. 05. 07. 2024
2021 წლის 5 ივლისი - დღე, როდესაც საქართველოში ლგბტ დღისწესრიგის დასასრული დაიწყო.
დასავლეთიდან დაფინანსებული და ხელშეწყობილი ლგბტ ჯგუფის მცდელობა, თბილისის ქუჩებში გარყვნილების მსვლელობა მოეწყო, კრახით დასრულდა.
დაანონსებული ე.წ. „ღირსების“ გეი-მარში მოსახლეობის საღად მოაზროვნე, ჯანსაღმა ნაწილმა ჩაშალა - პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ ლიდერები და სასულიერო პირები, მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბნენ და პერვერტების განზრახვა, ქაშუეთის წინ ლგბტ-დროშებით და გარყვნილი ცხოვრების წესის მოწოდებებით ჩაერათ, თავშივე აღკვეთეს. გამარჯვების სიმბოლოდ კი პარლამენტის წინ წმინდა ნინოს ჯვარი აღმართეს.
ლიბერალური მედიების ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში მიმართავდნენ ხალხს სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით, რასაც მოგვიანებით ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცავებმა 30-მდე პატრიოტი დააკავეს - მათი ნაწილი ამ დრომდე საპატიმროში უკანონოდ იმყოფება.

ზურაბ მახარაძის ტელეგრამიდან. 05. 07. 2024
გილოცავთ ხუთ ივლისს.
დღემდე ციხეში ზიან იმ ადამიანების ნაწილი, ვინც გარყვნილების აღლუმი არ დაუშვა ქაშვეთის წინ. მას მერე კიდევ რამდენჯერ მოუწია ხალხს გამოსვლა. მაგრამ გარდატეხა სწორედ ხუთში მოხდა.
ხუთ ივლისს კონსერვატიული იდეოლოგია, გაშარჟებული და მარგინალიზებული მოვლენიდან, ანგარიშგასაწევ ძალად გადაიქცა.

დასაკრავი სია: ალტინფო. სხვადასხვა რესპონდენტები

Loading comments...