ტელეგრამი. ოლეშჩუკი: წლის დასაწყისიდან დღემდე შახედების 86% ჩამოვაგდეთ. 26. 06. 2024

3 months ago
12

ტელეგრამარხიდან ალფა სიხშირე / alpha frequency. 26. 06. 2024
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინის მიმართულებით რუსების მიერ გაშვებული 2277 SHAHED-136-ის ტიპის კამიკაძე დრონიდან მათი საერთო რაოდენობის 86%- 1953 ერთეული ჩამოაგდეს.
აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატების განადგურებაში ძირითად როლს ასრულებენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მობილური ჯგუფები, რომლებიც შეიარაღებულნი არიან ლაზერული მანძილმზომებით, თერმული ხედვის ვიდეოკამერებით, პროჟექტორებით, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით, საზენიტო ქვემეხებითა და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით.

დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სოცქსელებიდან

Loading comments...