ჯთ-რადიო. მირიან მირიანაშვილი. ახალი რეალობა. 18. 07. 2023

16 hours ago
8

ჯთ-რადიო - ჯორჯიან თაიმსი. FM 92,3
ახალი რეალობა. 18. 07. 2023
წამყვანი მირიან მირიანაშვილი - პოლიტიკოსი, მეორე რესპუბლიკის პარლამენტარი.

📌 სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირების უკრაინულ-პოლონური დაფარული გეგმა. რა სარისკო კომბინაციებში გეგმავენ საქართველოს ჩართვას აღმოსავლეთ ევროპელი ელიტები და როგორ მოვიგერიოთ მათი ზრახვები?
📌 რას ნიშნავს ტრამპის განცხადება, რომ პრეზიდენტად არჩევისთანავე ომის შესაწყვეტად ის პუტინს ულტიმატუმს წარუდგენს? რა რეაქცია ექნება ამაზე რუსულ ელიტას?
📌 რა სიურპრიზს უმზადებს ერდოგანი რუსებს ხორბლის ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში? მოსალოდნელია თუ არა რუსულ-თურქული ფლოტების დაპირისპირება ყირიმის ხიდის აფეთქებისა და რუსეთში გენერლების მორიგი გამოსვლების ფონზე?

ამ გადაცემაში არის საკითხები, რომლებშიც წამყვანს არ ვეთანხმები. დონალდ ტრამპის პერსონის და პოლიტიკოსის შეფასებაში კი კატეგორიულად არ ვეთანხმები. ტრამპის შეკავების პოლიტიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, მოსკოვი მისი პრეზიდენტობის პერიოდში შევარდებოდა უკრაინაში. ეს თუ არ მოხდა, სწორედ იმიტომ, რომ კრემლში კარგად ესმოდათ, რა იარაღს "მიაწვდიდა" ტრამპი თავად რუსებს, რომ არ დაეშვა ვითარების ესკალაცია მესამე მსოფლიო ომამდე, საითაც მიდის ახლა მოვლენები.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებაზე კრემლის რეაქცია იყო სწორედ ის, რაც უნდა ყოფილიყო - აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აცხადებს, რომ აპირებს მის დაპატიმრებას.

დასაკრავი სია: ჯთ - ჯორჯიან თაიმსი

Loading comments...