freedom. უკრაინის მშვიდობის გლობალური სამიტი შვეიცარიაში. დღე პირველი. 15. 06. 2024

21 hours ago
1

ვიდეოს სახელწოდება ორიგინალში: Глобальный саммит мира в Швейцарии. Итоги первого дня - Новости на FREEДОМ. Вечер 15.06.24

Наше время - ახალი ამბები. საღამოს გამოშვება
წამყვანი კაროლინა კოროლი (Каролина Король)
კორესპონდენტი ოლეგ ბორისოვი (Олег Борисов)

FREEДОМ - უკრაინის რუსულენოვანი საერთაშორისო მაუწყებელი.

საერთაშორისო გლობალური სამშვიდობო სამიტი უკრაინისთვის-2024
ჩატარდა შვეიცარიაში, ნედვალდენის კანტონში, სასტუმრო "ბურგენშტოკში" 2024 წლის 15-16 ივნისს.
ინიციატორი იყო შვეიცარიის პრეზიდენტი ვიოლა ამერდი. კონფერენცია მიეძღვნა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შედეგებს და საომარი მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს.
კონფერენციაში მონაწილეობდა მსოფლიოს 92 ქვეყანა, რომელთაგან 57-ს წარმოადგენდა სახელმწიფოს მეთაური. ასევე ესწრებოდა 8 საერთაშორისო ორგანიზაცია, მ. შ. კონსტანტინოპოლის პატრიარქატი (მეთვალყურის სტატუსით). კონფერენციის მოანწილეთა თითქმის ნახევარი იყო დასავლური სამყაროს წარმომადგენელი ქვეყანა, დანარჩენი - გლობალური სამხრეთის, მ. შ. ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ბრაზილია, სამხრეთი აფრიკა. კონფერენციაზე არ იყო მიწვეული რუსეთი, რის გამოც ჩინეთმა უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე.
შემაჯამებელ დოკუმენტში ქვეყნებმა:
დააფიქსირეს უკრაინა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
მხარი დაუჭირეს გაეროს დოკუმენტებს რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით;
დაუშვებლად მიიჩნიეს ბირთვული შანტაჟი;
საჭიროდ ცნეს სამომხმარებლო პროდუქციის იმპორტირებისთვის უსაფრთხოების ზომების მიღება;
დააყენეს ორივე მხრიდან ტყვეთა სრული და უპირობო გაცვლის საკითხი.
დოკუმენტს ხელი მოაწერა 80 ქვეყანამ. ხელი არ მოაწერეს ბრიქსის ქვეყნებმა: ინდოეთმა, ბრაზილიამ, სამხ. აფრიკამ, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანამ. პრაქტიკულად განულდა რუსეთის მცდელობა, ჩაეგდო სამიტი. ექსპერტთა უმრავლესობამ სამიტის შედეგები შეაფასა, როგორც ძალიან კარგი.
(ვიკიპედია)

დასაკრავი სია: FREEДОМ - ფრიდომი

Loading comments...