Premium Only Content

ფრედერიკ შოპენი. ახლადაღმოჩენილი ვალსი ლა მინორი. პირველი შესრულება / ლანგ ლანგი
უკრავს ლანგ ლანგი (Lang Lang) - ჩინელი პიანისტი-ვირტუოზი
დამატებით:
ტაბულა. ნიუ-იორკში, ბიბლიოთეკის საცავში ფრედერიკ შოპენის აქამდე უცნობი ვალსი აღმოაჩინეს
29. 10. 2024
ნიუ-იორკში, ერთ-ერთი ბიბლიოთეკის საცავში პოლონელი კომპოზიტორის, ფრედერიკ შოპენის აქამდე უცნობი ვალსი დაწერიდან 200 წლის შემდეგ აღმოაჩინეს.
კურატორი რობინსონ მაკკელანი მანჰეტენის მორგანის ბიბლიოთეკაში კულტურული სამახსოვრო ნივთების კოლექციას ათვალიერებდა, როდესაც მან პატარა ხელნაწერი აღმოაჩინა. ზემო მარჯვენა კუთხეში ხელნაწერს ნაცნობი გვარი, შოპენი ეწერა.
"მე გავიფიქრე, "რა ხდება? რა შეიძლება იყოს ეს?", მუსიკა ვერ ვიცანი", - ეუბნება მაკკელანი გამოცემა New York Times-ს.
მაკკელანმა აღმოჩენის შემდეგ ხელნაწერი ჯეფრი კალბერგს აჩვენა, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში მუსიკოლოგიის პროფესორია.
"ყბა ჩამომივარდა. ვიცოდი, რომ ეს [ხელნაწერი] აქამდე ნანახი არ მქონდა". - უთხრა კალბერგმა გამოცემას.
ქაღალდის, მელნის, ხელწერისა და მუსიკალური სტილის გამოკვლევის საფუძველზე მორგანის მუზეუმმა დაადასტურა, რომ უცნობი ვალსი სწორედ მე-19 საუკუნის პოლონელ კომპოზიტორს ეკუთვნოდა.
ხელნაწერი 1830-1835 წლებით არის დათარიღებული. შოპენი ამ წლებში 20-25 წლის იყო.
პიანისტმა ლანგ ლანგმა, რომელმაც გამოცემა New York Times-ისთვის შოპენის ახლად აღმოჩენილი ვალსი შეასრულა, კომპოზიციას "ავთენტური შოპენი" უწოდა და აღნიშნა, რომ ვალსის ჟრუანტელის მომგვრელი შესავალი პოლონეთის სუსხიანი ზამთრის შეგრძნებას იწვევს.
"ეს არ არის შოპენის ყველაზე კომპლექსური კომპოზიცია, თუმცა ის შოპენის ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ სტილს წარმოადგენს". - თქვა ლანგმა.
შოპენი, რომელიც დაახლოებით 250 საფორტეპიანო სოლოს ავტორია, საფრანგეთში 1849 წელს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
tabula.ge/ge/news/725053-niu-iorkshi-bibliotekis-satsavshi-prederik
ეს მოხდა მორგანის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში.
The Morgan Library & Museum (Pierpont Morgan Library) - წიგნთსაცავი და კვლევითი ცენტრი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში დააარსა ცნობილმა ბანკირმა ჯი პი მორგანმა (ჯონ პირპონტ მორგანი), როგორც კერძო ბიბლიოთეკა. მოგვიანებით ის სახელმწიფოს გადასცა ბანკირის შვილმა ჯი პი მორგან-უმცროსმა.
დასაკრავი სია: კლასიკური. საფორტეპიანო
-
1:08:55
Donald Trump Jr.
9 hours agoGlobalist Panic & Populist Prosperity, Live with Natalie Winters & Alex Epstein | Triggered Ep229
130K86 -
LIVE
CocktailsConsoles
1 hour agoBE PART OF THE GAME!!| Death Road to Canada | Cocktails & Consoles Livestream
103 watching -
1:04:29
BonginoReport
7 hours agoFDA Vax Pusher Needs to Look in the Mirror - Nightly Scroll w/ Hayley (Ep.16) - 03/31/2025
88.5K70 -
3:27:31
SquallRush
1 day agoBrawlhalla Mondays!
805 -
LIVE
Misfit Electronic Gaming
6 hours ago $0.20 earned"LIVE" It's So Monday So lets Perk it up. Lets Earn Gears"Party Animals" & R.E.P.O. Who will join me????
198 watching -
54:13
Sarah Westall
6 hours agoCIA Disclosures: Ark of the Convenient, the Pyramid Code, Ley Lines & Earth’s Energy w/ Jason Shurka
63.6K21 -
1:16:28
Kim Iversen
8 hours agoThere Was No COVID Virus! How We've All Been Duped By The Medical Establishment
129K244 -
Crossplay Gaming!
3 hours agoLet's Check Out MORE Metroid Prime Remastered! (With the RTX 5090!)
29K3 -
14:24
AlaskanBallistics
12 hours ago $0.12 earnedMDT HNT26 Chassis on A Remington 700 7mm Remington Magnum
24.8K7 -
13:34
T-SPLY
8 hours agoCNN Is Now Accusing Trump Staff Of War Crimes
47.6K23