0:00 / 0:00

15 seconds

15 seconds

ვაჟა აზარაშვილი. გზები, გზები / ნანი ბრეგვაძე.

3 months ago
5

ტექსტის ავტორი მორის ფოცხიშვილი

ნანი ბრეგვაძე. ალბომი "ვიხსენებ მე"
ე. მიქელაძის სახ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი (მემანიშვილი)
ფორტეპიანოსთან ნიკოლოზ რაჭველი
გამოშვება: 2013
GMI Rights Management

ტექსტი:
გზები, გზები, სიმებივით გამწყდარი,
ბედი ჩემი, სარკესავით გამტყდარი.
მახსოვს, როგორც ჯადოსნური ზღაპარი.

თოვლი, თოვლი, მდუმარება მდელოდან,
ხსნა არ იყო, არც არავინ მელოდა,
მაგრამ სადღაც ვიღაც ჩემთვის მღეროდა.

შენს ლოდინში ნეტარებით ვიწვოდი.
რა ვქნა, მხოლოდ ერთგულება ვიცოდი.
ახლა ვამბობ: ის სიზმარი სად არის?

დრო გარბოდა, ცეცხლი მშვიდად ქრებოდა,
მზეც ქრებოდა და თვალს ეფარებოდა.
ახლა ვამბობ: სიყვარული სად არის?

ერთად გვირბენია, ერთად გვიკრეფია
ია, ენძელა და შროშანი ...
ახლა ყველაფერი შორს არის.

იდგა შორეული, სევდამორეული,
ლამაზ სიზმარივით გამთბარი,
რაღაც უცნაური ზამთარი.

ფრთები, ფრთები, დიდი ფრენით დაღლილი,
ცრემლი ჩემი, სულ ამაოდ დაღვრილი -
არ გესმოდა ჩემი გულის ძახილი.

ახლა ვამბობ: ის მზის ჩასვლა სად არის?
სად არის, სად არის ....

დასაკრავი სიები:
ქართული ესტრადა
ვაჟა აზარაშვილი

Loading comments...