ვაჟა აზარაშვილი. დღეები მიდიან / მაია ჯაბუა, თამარ ჭოხონელიძე, ეკა კახიანი

11 months ago
8

ტექსტის ავტორი პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი.

ასრულებენ: მაია ჯაბუა, თამარ ჭოხონელიძე, ეკა კახიანი
ბენდი: თამარ შეყილაძე, გიორგი კობახიძე, სანდრო მაისურაძე, გიგა ჩიხრაძე

1ტვ (საზმაუ). ლიზასთან. 26. 11. 2016

ტექსტი:
რატომღაც რაღაცა
ხშირად გვრჩება უთქმელი
გულს მუდამ
რაღაცის რიდი აქვს.
ვმალავთ და განვიცდით,
მაგრამ დრო კი არ იცდის,
დღეები მიდიან, მიდიან ...

მიდიან, თან მიაქვთ
რაც კი გვქონდა სათქმელი,
რაც გულში ხატებად გვინთია,
მე ისევ დაგიცდი,
მაგრამ დრო კი არ იცდის,
დღეები მიდიან, მიდიან ..

დრო ისე გაივლის,
როგორც ღამის ზმანება,
დადნება, როგორც სანთელი.
ორივე ვინანებთ,
სიჩუმე რომ ვარჩიეთ,
არა ვთქვით,
რაც გვქონდა სათქმელი.

დასაკრავი სიები:
ქართული ესტრადა
ვაჟა აზარაშვილი

Loading comments...