კ. მ. ფონ ვებერი. ობერონი. უვერტურა. ტოსკანინი / K. M. von Weber. Oberon. Overture, Toscanini

7 months ago
5

უვერტურა ოპერიდან "ობერონი, ანუ ელფთა მეუფის ფიცი"
(Oberon, or The Elf King's Oath)

კარლ მარია ფონ ვებერი (Karl Maria Friedrich Ernst von Weber) - ადრეული რომანტიზმის ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი,მუსიკალური კრიტიკოსი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის გერმანული ეროვნული რომანტიკული ოპერის განვითარებაში.
აღნიშნული ოპერა 3-მოქმედებიანია, სასაუბრო დიალოგებით. შეიქმნა 1825-26 წლებში გერმანელი პოეტის კრისტოფ მარტინ ვილანდის (Christoph Martin Wieland) პოემის "ობერონის" საფუძველზე. ოპერა ინგლისურენოვანია. ლიბრეტოს ავტორია ბრიტანელი დრამატურგი ჯეიმს რობინსონ პლანშე (James Robinson Planché)."ობერონი" ერთადერთი ინგლისური ოპერაა, რომელიც დადგა ვებერმა.
პრემიერა: ლონდონი, 12. 04. 1826

NBC-ს სიმფონიური ორკესტრი (აშშ)
დირიჟორი არტურო ტოსკანინი (Arturo Toscanini, იტალია)
ჩანაწერი: 05. 08. 1952

დასაკრავი სია: კლასიკური. საორკესტრო

Loading comments...