სულხან ცინცაძე. ორთავ თვალის სინათლევ (სიმღერა კინოფილმიდან "ჭრიჭინა") / დები ჭოხონელიძეები

3 months ago
1

ტექსტის ავტორი გიორგი სკანდარნოვა (სკანდარიანი) - ძველი თბილისის აშუღი პოეტი. საიათნოვას მიბაძვით დაირქვა სკანდარნოვა

ფილმი "ჭრიჭინა". კომედია
გადაღება - 1954
რეჟისორები: სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
კომპოზიტორი სულხან ცინცაძე

მღერიან დები ჭოხონელიძეები: თამრიკო, სოფიკო, თინიკო.
ეთნომუსიკოლოგის და კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის გამგის ევსევი (კუკური) ჭოხონელიძის სხოვნის საღამო.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი. 14. 03. 2009

სიმღერის შექმნის ისტორია:
rumble.com/v5cbsdl--.-.-08.-12.-2021.html

ტექსტი:
ორთავ თვალის სინათლე
რაზედ მოგიწყენია
ვარდო შენს შლას მოველი
სიტყვა მაქვს სათხოვნელი

ბნელს ვზივარ განმინათლე
სანამ დრონი ჩვენია
ეკალზედ ვარ მშთომელი
ცხარე ცრემლი მდენია

დასაკრავი სიები:
სულხან ცინცაძე
ქართული კინომუსიკა. ვოკალური

Loading comments...