რუსთავი-2. ტრამპს ესროლეს. რა ვითარებაში მოხდა თავდასხმა და ვინ არის თავდამსხმელი. 14. 07. 2024

5 hours ago
2

კურიერი P.S. 14. 07. 2024
წამყვანები: სანდრო კაჭახიძე, ავთო გვასალია
სიუჟეტის ავტორი მარიამ შანშიაშვილი
+
რუსთავი-2-ის კორესპონდენტის დავით ნიკურაძის ჩართვა ვაშინგტონიდან

დამატებით;
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს ესროლეს - რა ვითარებაში მოხდა თავდასხმა და ვინ არის პირი, ვინც ტრამპს სიტყვით გამოსვლისას ესროლა.
14. 07. 2024

13 ივლისის საღამო, პენსილვანია, 18:15 საათი, დონალდ ტრამპი მორიგ წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს. რესპუბლიკელი კანდიდატი მოსახლეობას მიმართავს. მალევე, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს სიტყვას ტყვია აწყვეტინებს. ისმის რამდენიმე გასროლის ხმაც.
სროლის შემდეგ, ტრამპის სახის გამომეტყველება იცვლება. ყოფილ პრეზიდენტს მარჯვენა ხელი ყურთან მიაქვს და მალევე ტრიბუნას ეფარება. გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს მიზანში ამოღებული დონალდ ტრაპის მისამართით ნასროლი ტყვიის ტრაექტორიაც.
თავდასხმიდან რამდენიმე წამში, სცენას ამერიკის საიდუმლო სამსახურის შეიარაღებული აგენტები იკავებენ. ისინი დაჭრილი დონალდ ტრამპის გარშემო დამცავ წრეს კრავენ და ყოფილ პრეზიდენტს ეფარებიან. ტრამპის სახის მარჯვენა მხარეს და ყურზე სისხლის კვალი ჩანს.
მალევე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დონალდ ტრამპი ადგილიდან გაჰყავთ. ეძებს დაკარგულ ფეხსაცმელსაც. გასვლამდე, პრეზიდენტობის კანდიდატი პირად დაცვას რამდენიმე წუთს სთხოვს, ჩერდება და მხარდამჭერებს ბრძოლისკენ მოუწოდებს. მხარდამჭერების მხრიდან ისმის საპასუხო შეძახილები და სკანდირება.
გავრცელდა კადრებიც, სადაც სცენასთან ახლოს მდგარი საწყობის სახურავზე ჩანან სნაიპერები, რომლებიც სროლას იწყებენ მაშინ, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს ჯერ კიდევ მიმართავს. მიზანში ამოღებულ ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ტყვიამ ყური გაუხვრიტა. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სპიკერმა თავდასხმიდან მალევე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობდა და მკურნალობას ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა.
ინციდენტის დროს, ტრამპთან ერთად დაიჭრა ორი ადამიანი, დაიღუპა ერთი. თვითმხილველები მომხდარის პირველ წუთებს იხსენებენ.
ამერიკის ყოფილ პრეზიდენტი, რომელიც ისევ პრეზიდენტობისთვის იბრძვის, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსიმ დაჭრა. მისი ვინაობა ამერიკის ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა დნმ-ის ტესტის საფუძველზე დაადგინეს. შეიარაღებული კაცი, რომელმაც პრეზიდენტს ესროლა, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 70 კილომეტრით დაშორებულ დასახლებაში ცხოვრობდა. კრუქსი რესპუბლიკელების ამომრჩევლად იყო დარეგისტრირებული, თუმცა ფედერალური კამპანიის ანგარიშების მიხედვით ირკვევა, რომ მან 2021 წლის 20 იანვარს 15 დოლარი დემოკრატებს გადაურიცხა.
რატომ ესროლა 20 წლის თომას მეთიუ კრუქსიმ დონალდს ტრამპს - მოტივი ამ დრომდე უცნობია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარს სამართალდამცავები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებენ.
მომხდარიდან რამდენიმე საათში, რესპუბლიკური პარტიის წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ მის მიერ შექმნილ სოციალურ პლატფორმაზე გამოჩნდა და სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი ნიუ-ჯერსის აეროპორტში - თვითმფრინავის ტრაპზე. თავდასხმის მსხვერპლს მორიგი გზავნილი ჰქონდა დღესაც.
ყოფილ პრეზიდენტზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა მოქმედიც. დელავერის შტატის რეობოტ ბიჩში მყოფმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა და ისიც განაცხადა, რომ კონკურენტთან ტელეფონით საუბარს აპირებდა.
13 ივლისის საღამო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის თარიღად სამუდამოდ ჩაიწერება. ვინაიდან თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მოტივის დადგენა, ამ დროისთვის, შეუძლებელია. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ უახლოეს კვირებსა და თვეებში გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
rustavi2.ge/ka/news/287086

დონალდ ტრამპის პოსტი სოცქსელიდან truth social. 14. 07. 2024
Donald J. Trump
@realDonaldTrump

Thank you to everyone for your thoughts and prayers yesterday, as it was God alone who prevented the unthinkable from happening. We will FEAR NOT, but instead remain resilient in our Faith and Defiant in the face of Wickedness. Our love goes out to the other victims and their families. We pray for the recovery of those who were wounded, and hold in our hearts the memory of the citizen who was so horribly killed. In this moment, it is more important than ever that we stand United, and show our True Character as Americans, remaining Strong and Determined, and not allowing Evil to Win. I truly love our Country, and love you all, and look forward to speaking to our Great Nation this week from Wisconsin.
🙏 DJT
truthsocial.com/@realDonaldTrump/posts/112784638860095397

(თარგმანი):
დონალდ ჯ. ტრამპი
@realDonaldTrump

"გმადლობთ ყველას გუშინდელი ფიქრის და ლოცვისთვის, რამეთუ მხოლოდ უზენაესმა აღკვეთა უგუნურება. ჩვენ არ დავბრკოლდებით, არამედ დავრჩებით მტკიცენი ჩვენს რწმენაში და შეუდრეკელნი ბოროტის წინაშე. ჩვენი სიყვარული მიპყრობილია მსხვერპლთა და მათ ოჯახთა მიმართ. ვილოცოთ დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის და დავიგულოთ ასე საშინლად მოკლული მოქალაქის ხსოვნა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყოთ ერთნი ისე, როგორც არასდროს და ვაჩვენოთ ჩვენი - ამერიკელთა ნამდვილი ხასიათი - ძლიერთა და მამაცთა, რომლებიც არ დაუშვებენ ბოროტის ზეობას. მე გულწრფელად მიყვარს ჩვენი ქვეყანა, მიყვარხართ თქვენ ყველანი და მოუთმენლად ველი ამ კვირაში ვისკონსინში მუსაიფს ჩვენს დიდ ერთან".
DJT

დასაკრავი სიები:
პოლიტიკური მასალები სხვადასხვა მედიიდან;
მსოფლიო კონსერვატიზმი

Loading comments...