ჩაკრულო (ხიდისთავს შევკრათ პირობა). კოსმოსში გასული ვერსია / ი. ზაქაიძე, რ. საგინაშვილი

3 months ago
2

ჩაკრულო - ქართული (ქართლ-კახური) კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური, სუფრული სიმღერა. ბურდონული მრავალხმიანობის (სამხმიანობის) ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში.

ასრულებენ: ილია ზაქაიძე (პირველი ხმა), როსტომ საგინაშვილი (დამწყები, მეორე ხმა)
ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (დღევანდელი "ერისიონი"). ხელმძღვანელი ანზორ კავსაძე.
1974 წლის ჩანაწერი. კოსმოსში გავიდა 1977 წელს. ოქროს დისკი Voyager-2

"ჩაკრულოს" კოსმოსში გასვლის ისტორიები ამავე არხზე:
rumble.com/v55iap8-constanta-tv.-.-2011.html
rumble.com/v55idkc--.-.-.-29.-01.-2023..html

ტექსტი:
ხიდისთავს შევკრათ პირობა,
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა,
თავს დავანგრიოთ ბანია.
მუხრან ბატონის ყმობითა,
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
დეკეული ვერ გავზარდე,
კალო ვერ ვლეწე მოზვრითა.

ხმალო ხევსურეთს ნაჭედო,
თელავში თუშმა გაგფერა,
მეფე ერეკლემ გაკურთხა,
საომრად ჯვარი დაგწერა.
მტერო, დამჩაგრე, არ ვსტირი,
ტირილი დიაცთ წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
მაგრამ არ დამიკვნესია.
მაცადე ერთი, ავლესო
ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია,
სულ წმინდად მოგამკევინო,
რაც ჩემთვის დაგითესია.

დასაკრავი სიები:
ჩაკრულო - კოსმოსში გასული ქართული გენია
ქართული ხალხური სიმღერა

Loading comments...