BBC News. მემარჯვენეების აღზევება საქართველოში. 24. 12. 2021

6 months ago
7

ვიდეოს სახელწოდება ორიგინალში: BBC News. The rise of the right in Georgia. 24. 12. 2021
კორესპონდენტი რაიჰან დემიტრიე (Rayhan Demytrie)

საქართველოს მთავრობას დასავლეთი აკრიტიკებდა "დემოკრატიული უკანდახევის" და უმცირესობების დაუცველობის გამო მას შემდეგ, რაც რადიკალები თავს დაესხნენ ლგბტ-პრაიდს ამ წლის დასაწყისში. არეულობის არცერთი ორგანიზატორი ძალადობისთვის არ დაისაჯა.
მთავრობა ახლა ამბობს, რომ საქართველო პროდასავლური დემოკრატიის გზაზეა. თბილისმა ასევე მტკიცედ განაცხადა, რომ ის აღარ არის რუსეთის გავლენის სფეროში და უარყო რუსეთის განცხადება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მოსკოვისთვის "წითელი ხაზი" იქნებოდა და რუსეთის მოთხოვნას "მიუღებელი" უწოდა.
საქართველო ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა 1991 წელს. 2003 წელს, ე.წ. "ვარდების რევოლუციის" დროს, პროდასავლური პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა.
BBC-ს კორესპონდენტი რაიჰან დემიტრიე თბილისიდან

ამ რეპორტაჟიდან ზურაბ მახარაძის მცირე ინტერვიუ:
https://rumble.com/v537xec-bbc-news.-.-.-24.-12.-2021.html

დასაკრავი სიები:
პოლიტიკური მასალები სხვადასხვა მედიიდან
კონსერვატიული მოძრაობა. პარტიული მასალები

Loading comments...