ბილ ივენსი. დების (დებორას) ვალსი / Bill Evans. Waltz for Debby

2 months ago
8

ასრულებს ბილ ივენსის ტრიო:
ბილ ივენსი (Bill Evvans) - ფორტეპიანო
სკოტ ლაფარო (Scott LaFaro) - კონტრაბასი
პოლ მოტიანი (Paul Motian) - დრამი

ეს პიესა არის პირველი ტრეკი ამავე სახელწოდების ალბომიდან (Waltz for Debby), რომელიც შექმნა კომპოზიტორმა და ჯაზ-პიანისტმა ბილ ივენსმა და მისმა ტრიომ. ალბომი გამოვიდა 1962 წელს.
ამ კომპოზიციის მუზა იყო ივენსის დისშვილი დები. თავდაპირელად კომპოზიცია შეიქმნა სოლო საფორტეპიანო ნაწარმოების სახით და შევიდა ივენსის სადებიუტო ალბომში New Jazz Conceptions. ცოტა ხნის შემდეგ შეასრულა ივენსის ტრიომ (ივენსი, ლაფარო, მოტიანი)..ალბომის ჩაწერიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა ბასისტი სკოტ ლაფარო, რაც საშინელი დარტყმა აღმოჩნდა ივენსისთვის. რამდენიმე ხნით ის ჩაიკეტა და განერიდა საკონცერტო მოღვაწეობას. შემდეგ ტრიო განახლდა. ლაფარო ჩაანაცვლა ჩაკ ისრაელსმა.

წინამდებარე კომპოზიცია არის ფრაგმენტი ბილ ივენსის ტრიოს (პირველი შემადგენლობით) მეოთხე, უკანასკნელი და ყველაზე წარმატებული ალბომიდან. ამ ტრიომ გადააფასა ჯაზ-ანსამბლის მანამდე არსებული სტანდარტი და ავიდა სრულიად ახალ სიმაღლეზე. ივენსი, ლაფარო და მოტიანი უკრავენ წარმოუდგენლად თავისუფლად და ამავე დროს ჰარმონიულად და დაბალანსებულად. ამ ფონზე ტემპის და კონცეფციის ხშირი ცვლა მეტყველებს შემსრულებელთა უდიდეს პროფესიონალიზმზე.

დასაკრავი სია: ჯაზის ვარსკვლავები

Loading comments...