ტელეგრამი. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშით გაანადგურეს ტრიპოლის თბოელექტროსადგური. 11. 04. 2024

24 days ago
9

ბექა ვარდოსანიძის ტელეგრამიდან. 11. 04. 2024
რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად მთლიანად განადგურდა კიევის მახლობლად მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური.
ტრიპოლის თბოელექტროსადგური იყო კიევის, ჩერკსისა და ჟიტომირის ოლქებში ელექტროენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელი.
„ნგრევის მასშტაბები საშინელია. ფინანსურად ეს ვერ შეფასდება. ეს საწარმოს ისტორიაში ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამას გავუმკლავდებით“, – განაცხადა „ცენტრენერგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი გოტამ.
11 აპრილს ღამით რუსეთის სარაკეტო დარტყმების სამიზნე უკრაინის რამდენიმე ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. დაიბომბა
ენერგოობიექტები ოდესის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში.

დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სოცქსელებიდან

Loading comments...