Premium Only Content
რუსთავი-2. უმრავლესობა ემხრობა გენდერული კვოტების გაუქმების "გირჩის" ინიციატივას. 01. 04. 2024
რუსთავი-2. კურიერი. 01. 04. 2024 (18:00)
წამყვანი თამარ ურუშაძე
სიუჟეტის ავტორი თამარ თათარაშვილი
დამატებით:
1. გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ "გირჩის" ინიციატივას უმრავლესობა მხარს დაუჭერს
01. 04. 2024
უმრავლესობა მხარს დაუჭერს "გირჩის" ინიციატივას, რომელიც, საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას, გენდერული კვოტირების გაუქმების ითვალისწინებს. შეთანხმების შესახებ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, თავის მხრივ, "გირჩი" ცესკოს
თავმჯდომარის არჩევის პროცესში კანდიდატის პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული. ბიურომ "გირჩის" კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.
"გირჩის" ინიციატივასთან დაკავშირებით შედგა უმრავლესობის ლიდერსა და ბატონ იაგოს შორის კომუნიკაცია და პრინციპს ამ
ცვლილებებთან დაკავშირებით ეთანხმება უმრავლესობა. ასევე, ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. სამაგიეროდ, "გირჩის" მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, აქ ისინი იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე
ორიენტირებულები და არ იქნება გამოყენებული გარკვეული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის," - განაცხადა ბექა
დავითულიანმა.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა წარუდგინეს.
https://rustavi2.ge/ka/news/278904
2. მინდა, მადლობა ვთქვა იმის გამო, რომ შესაძლებელი გახდა პარლამენტში საქმეზე დალაპარაკება - იაგო ხვიჩია გენდერული კვოტის გაუქმების მხარდაჭერაზე.
01. 04. 2024
"გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ "შესაძლებელი გახდა პარლამენტში საქმეზე დალაპარაკება", რადგან უმრავლესობამ "გირჩის" ინიციატივას გენდერული კვოტის გაუქმების შესახებ მხარი დაუჭირა.
იაგო ხვიჩიამ ინიციატივის მხარდაჭერისკენ ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდა.
"მინდა, პირველ რიგში, მადლობა ვთქვა იმის გამო, რომ პირველად, როგორც იქნა, რაღაც თვალსაზრისით, შესაძლებელი გახდა პარლამენტში საქმეზე დალაპარაკება და რაღაც შეთანხმების მიღწევა. მინდა ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა იმისთვის, რომ რაღაცნაირად, ეს მძიმე მორალური ტვირთი ქართველ ხალხს მოვხსნათ, თითქოს, საქართველოს პარლამენტს ჰგონია, რომ წარსულში ჩვენი წინაპრები ქალებს ჩაგრავდნენ," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა წარუდგინეს. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
https://rustavi2.ge/ka/news/278905
3. ზურაბ მახარაძის ტელეგრამიდან
"ქალთა კვოტირება უქმდება. გირჩთან თითქმის ყველაფერში იდეოლოგიური უთანხმოების მიუხედავად, ეს ძალიან სწორი ინიციატივაა და ცალსახად მივესალმები. დეპუტატი თავისი უნარჩვევებით უნდა შეირჩეს და არა გენდერით. მოკლედ, კარგია".
დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სხვადასხვა მედიიდან
-
LIVE
The Bubba Army
22 hours agoMAJORIE TAYLOR GREENE QUITS! - Bubba the Love Sponge® Show | 11/25/25
1,659 watching -
51:11
ZeeeMedia
15 hours agoBREAKTHROUGH: Nattokinase Dissolves 84% of Amyloid Microclots Within 2 Hours | Daily Pulse Ep 150
31K24 -
1:12:22
Coin Stories with Natalie Brunell
22 hours agoArnaud Bertrand on Changing World Order: U.S. vs China, Gold, Bitcoin & Dollar Hegemony
19.5K7 -
40:23
MetatronHistory
1 day agoI REFUSE To Use BCE/CE And Here is Why
8.07K8 -
16:00
Actual Justice Warrior
2 days agoDearborn Muslims Go To WAR With Protesters
11.6K32 -
16:33
Code Blue Cam
4 days agoWhen Begging for No Ticket Backfires Immediately
17K17 -
19:22
stateofdaniel
4 days agoPresident Trump STRIKES Back Against Democrats Who Encouraged Military to DEFY Him
18.4K9 -
14:12
itsSeanDaniel
1 day agoThe Dumbest Liberal in Congress Just EMBARRASSED Herself
17.7K11 -
1:57:56
MG Show
20 hours agoTrump and Mamdani's Surprisingly Cordial Meeting; Trump Posts Q Memes
26.7K16 -
1:10:51
MetatronGaming
1 day agoBroken Lore Don't Watch Full Game
54.7K2