Premium Only Content

საქართველო-საბერძნეთი - 4:2! 26 მარტს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრომასტერსზე გავიდა. 27. 03. 2024
რუსთავი-2. კურიერი. 27. 03. 2024 (09:00)
წამყვანი ანუკა ქინქლაძე
(შემოკლებით)
2024 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები და არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება გერმანიაში 2024 წლის ზაფხულში. ეს ასევე იყო ჩვენი ნაკრების პირველი პენალტების სერია ისტორიაში.
მატჩი „დინამო-არენაზე“ დაიწყო თბილისის დროით 21 საათზე. ძირითადი და დამატებითი ტაიმები გოლის გარეშე დასრულდა. მატჩის ბედი პენალტებმა გადაწყვიტა.
გადამწყვეტი პენალტი გაიტანა 31 წლის ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა, რომელიც გალიდან დევნილია და 2015 წლიდან იცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას.
ნაკრების სასტარტო შემადგენლობა:
გიორგი მამარდაშვილი, ლაშა დვალი, სოლომონ კვერკველია, გურამ კაშია, ლევან შენგელია, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ითამაშებს F ჯგუფში, სადაც მისი მოწინააღმდეგეები იქნებიან თურქეთის , ჩეხეთის და პორტუგალიის გუნდები.
შესარჩევი ტური:
18 ივნისი - საქართველო-თურქეთი
22 ივნისი - საქართველო-ჩეხეთი
26 ივნისი - საქართველო-პორტუგალია
დამატებით:
კარგ ხალხში, ქვეყანასა და პროფესიონალებში მოვხვდი, აქ მუშაობა მიხარია - ვილი სანიოლი. 27. 03. 2024
"ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგ ხალხში, ქვეყანასა და პროფესიონალებში მოვხვდი, აქ მუშაობა მიხარია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, ხან - არა, მოთმინება ამიტომაა საჭირო.
მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს. პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია, ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანია არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია, გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.
https://rustavi2.ge/ka/news/278503
დასაკრავი სია: აპოლიტიკური ამბები მედიიდან და სოცქსელებიდან
-
1:27:47
The Sage Steele Show
20 hours agoKirk Cameron | The Sage Steele Show
14.1K4 -
2:56
Page Six
5 days agoRoyals Recap: Latest on Meghan Markle including her feeling 'incredibly lonely' while running a business
6.96K2 -
8:40
New York Post Sports
10 hours agoVegas releases betting odds for Knicks' head coach candidates
6.56K2 -
20:20
Anthony Pompliano
10 hours ago $4.07 earnedWhy Smart Money Is Going All In On Bitcoin
9.26K -
14:10
Dr. Nick Zyrowski
2 months agoThe AMAZING Health Benefits of NAC ( N-Acetyl Cysteine)
10.5K11 -
5:14
Gamazda
1 month ago $3.73 earnedWhat Happens When You Mix Piano & Xylophone? Canon in D Like Magic!
12.4K33 -
13:54
Mama to Five
14 hours ago $0.64 earnedWHAT I EAT IN A DAY! | FULL DAY OF MEALS AS A MOM OF 5
11.1K4 -
1:01:18
Futures Edge: Finance Unfiltered with Jim Iuorio and Bob Iaccino
1 day ago $10.10 earnedLIVE Technical Analysis with Mike Arnold
60.9K2 -
4:56
SLS - Street League Skateboarding
6 days agoDay in the Life of Pro Skateboarder Mariah Duran | Part 2
14.1K1 -
14:32
Chubbyemu
2 days agoA Woman Drank 1 Liter Soy Sauce Colon Cleanse In 2 Hours. This Is What Happened To Her Brain.
25.9K10