ტელეგრამი. 2022 წელი. ფსბ-მ "კროკუსში" მოაწყო უკრაინელების მიერ ტყვეების აყვანის იმიტაცია

1 month ago
3

ვიდეო ტელეგრამარხიდან Ватное болото. 23. 03. 2024
В 2022 году Россия провела учения, имитируя захват заложников украинскими солдатами на площадке «Крокус Сити Холл».
Далеко идущие планы ФСБ!

იმავე არხიდან, იგივე თარიღით:
1. Террористы не выдвигают никаких требований
2. Никаких целей теракта они тоже не сообщают
3. Росгвардия час едет к Крокусу, имея базу в 10 минутах
4. Машина у террористов на всю операцию одна
5. Гонорар террористы получают на карту
Гениально, абсолютно гениально.

დამატებით:
2022 წელს რუსების იმიტირებული წვრთვნები- უკრაინელი ჯარისკაცების მიერ „კროკუს სითი ჰოლში“მძევლების აყვანა. 23. 03. 2024

2022 წელს, რუსებმა ჩაატარეს წვრთნები, რომელშიც იმიტირებული იყო უკრაინელი ჯარისკაცების მიერ მძევლების აყვანა „კროკუს სითი ჰოლში“.
ეს რუსების 2022 წლის იმიატაცია. რაც შეეხება 2024 წლის 22 მარტის რეალობას.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული. „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
timer.ge/video-2022-tsels-rusebis-imitirebuli-tsvrthvnebi-ukraineli-jariskacebis-mier-krokus-sithi-holshimdzevlebis-akhvana/

ფბ Zurab Guruli. 23. 03. 2024
ამერიკის დაზვერვამ შეიტყო, რომ ISIS-ი ამზადებდა ტერორისტულ აქტს მოსკოვში და გააფრთხილა რუსები.
დიდი ალბათობით, რეალურად, ტერაქტის დამგეგმავმა ჯგუფმა შეგნებულად გახადა ცნობილი ამერიკელებისათვის, რომ ტერაქტს ამზადებდნენ. გაფრთხილებული რუსებიც ვითომ დაფაცურდნენ და რამდენიმე ფარული სპეცოპერაციაც ჩაატარეს. ტერაქტი მაინც შესრულდა. ბუნებრივია. ფსბ ასეთ ოპერაციებს ძალიან ფრთხილად და ეფექტურად გეგმავს.
ნებისმიერი გამოძიება იწყება მოტივის ძებნით. რა მოტივი უნდა ჰქონოდა ISIS-ს ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ? არავითარი.
ტერაქტის ჩატარებაში უკრაინის დადანაშაულება იქნებოდა უკიდურესად პრიმიტიული და თან პრაქტიკულად შეუძლებელი, რადგან ამ ბრალდების განეიტრალებაზე ერთად იმუშავებდნენ უკრაინის, ამერიკისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურები. შესაბამისად, სიმართლე ძალიან მალე დადგინდებოდა.
ISIS-ს თურქულ ფრთასთან ერთად ჰყავდა გავლენიანი რუსული ფრთაც, ჩრდილოეთ კავკასიელების სახით. შესაბამისად, გაცილებით მარტივი ამოცანა იყო მათთან დაკავშირება და ტერაქტის დაგეგმვა.
მოტივაცია:
1. მორალურ-ფსიქოლოგიური. გადახედეთ მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებს. ამერიკა, ევროპა ერთმანეთს ასწრებენ სამძიმარის გამოხატვაში. ბუჩას და მარიუპოლის ჩამდენი მხეცი ნაცია უცებ საერთაშორისო გულისაჩუყების ობიექტად და მსხვერპლად იქცა.
2. ტაქტიკური. მსოფლიომ დაინახა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსებთან, როდესაც საქმე საერთაშორისო ტერორიზმს ეხება. ანუ, რუსეთი (მორალურად მაინც) ვეღარ იქნება ტერორისტული სახელმწიფო, თუ იგი მსოფლიოს უსასტიკესი ტერორისტული ორგანიზაციის შეტევის ობიექტია. უფრო მეტიც, რუსეთი ისევ მოიაზრება მოკავშირედ ამ მიმართულებით.
3. შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები. ისრაელი პრაქტიკულად მარტო რჩება პალესტინასთან დაპირისპირებაში. ამერიკის მთავრობაში სერიოზული საუბრები მიდის იმის შესახებ, რომ ისრაელს უპირობოდ აღარ მიაწვდიან იარაღს, რადგან ისინი ამერიკულ იარაღს გენოციდისათვის იყენებენ. თუ ამერიკა ისრაელს "დათმობს" და ჯერჯერობით ყველაფერი ამისკენ მიდის, მაშინ რუსეთი გაუწვდის დახმარების ხელს ისრაელს, რადგან თავადაც „დაჩაგრულია“ რადიკალური ისლამისტური ტერორიზმისაგან. ირანს ცხადია ეს არ მოეწონება, მაგრამ ირანი დიდ ფულს აკეთებს ამჟამად რუსებზე და ამიტომ პროტესტს უხმოდ გადაყლაპავს. ნეთანიაჰუს ეგზისტენციალური კრიზისი უდგას. ამერიკის მთავრობა და დემოკრატთა ებრაული ლობი მის წინააღმდეგ გამოდის. პუტინი ლოგიკურ მოკავშირედ იკვეთება, მითუმეტეს, რომ წინ ხანგრძლივი ომი ელოდება მუსულმანურ სამყაროსთან.
სულ რაღაც რამდენიმე ათეული „ჰარიფის“ სიცოცხლის ფასად ფსბ ამჟამად 3:0-ს უგებს დემოკრატიულ სამყაროს.

Tamaz Kukava
Zurab Guruli რა თქმა უნდა ეს ფსბ-ს მოწყობილია, მაგრამ იმ დაჯგუფების მიერ ხომ არა, რომელმაც პრიგოჟინი მოსკოვისკენ გაუშვა? ან ნავალნი მოკლა? რუსეთს მარტო ტვინგარეცხილი პუტინისტები არ მართავენ, საკმაოდ ჭკვიანი ხალხი ზის და კარგად ხვდებიან, რა კატასტროფისკენ მიექანება ქვეყანა.

დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სოცქსელებიდან

Loading comments...