მწვავე კამათი ინგა გრიგოლიასა და ხათუნა სამნიძეს შორის

8 months ago
44.3K

კამათის ფონზე წარიმართა "რეპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძისა და გადაცემა "რეაქციის" წამყვან ინგა გრიგოლიას დიალოგი, რომელიც ეხება სამნიძის მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას, რომ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები, ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრებზე ამბობენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს მინიმუმ იქამდე, სანამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და ახალი ხელისუფლება არ მოვა.

ინგა გრიგოლიას აღქმით, სამნიძის ეს ხმაურიანი განცხადება ირიბად ასხამს წყალს "ქართული ოცნების" წისქვილზე და ხელს უწყობს მმართველი პარტიის გაჟღერებულ ინფორმაციას, როდესაც ამბობდნენ, რომ ოპოზიციონრები ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მიღებას.

Loading comments...