ურეკი მაგნიტური სილა და შავი ზღვა - საქართველო

1 year ago

ის სამკურნალო მაგნიტური სილითაა ცნობილი. ურეკის სილა დადებით გავლენას ახდენს სახსრების დაავადებებთან ბრძოლაში. ადრე აქ იყო სანატორიუმები, სადაც ჩამომსვლელს შეეძლო ჯანმრთელობის გაუმჯობესება და დასვენება თავის ოჯახთან ერთად, რადგან ზღვის დონე ათეული მეტრის მანძილზე დაბალია და იდეალურია პატარა ბავშვებიანი მშობლებისთვის. ცურვის მოყვარულებსაც ცოტა მოშორებით ელის გრილი ზღვის ტალღებიც.
ძლიერ სიცხეს ხეივანი ამსუბუქებს, რომელიც მთელ სანაპიროს მიუყვება.
ურეკში საცხოვრებელის ბევრი არჩევანია სასტუმროები და კერძო სახლები შეგიძლიათ ამოარჩიოთ თქვენი გემოვნებით. ეს წინდაწინ სჯობს გააკეთოთ, რადგან ზაფხულზე აქ საკმაოდ ბევრი დამსვენებელია და წინდაწინ უფრო ამოარჩევთ რაც გინდათ.

Loading comments...